TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 311

Page of edition: 314 

Line of edition: 1 
   და შემდგომად ამისსა არებდა სულტანი მოციქულთა, და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ
Line of edition: 2 
   მეფესა, ამოთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფე/მან
Line of edition: 3 
   ხარაჯა, არამედ ავლენდა იგი-ცა მოციქულთა, და უკრებდა იგი-ცა ძღუენსა. და იყო
Line of edition: 4 
   მათ შორის სიტყჳთ სიყუარული.

Line of edition: 5 
   და შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშჳლდის ტბათა მდგომსა ბაგრატ მეფესა
Line of edition: 6 
   დაეცა სალმობა მუცლისა, და ჩადგა მარაბდათა. და გაუძნელდა სალმობა, და ტახტითა
Line of edition: 7 
   წარმოიყვანეს, და / თანა ჰყვა გიორგი კურაპალატი და ყოველნი დიდებულნი მისნი
Line of edition: 8 
   ხოლო გიორგი კურაპალატი გაგებულ იყო წინა, და მოიყვანეს ქართლს მეფე, და
Line of edition: 9 
   ყოველნი დიდებულნი მისნი მუნ მოვიდეს. და მოვიდა დედა მისი მარიამ დედოფალი, და
Line of edition: 10 
   ცოლი მისი ბორენა, და ასული მისი მარიამ. და შემდგომად მცირედთა
Line of edition: 11 
   დღეთა მიათუალა ძე მისი გიორგი კურაპალატი მეფედ დიდებულთა ამის სამეფოსათა,
Line of edition: 12 
   და ყოველნი შეჰვედრნა მას, და რქუა დედასა თჳსსა: "დედაო, მეწყალი შენ, რამეთუ
Line of edition: 13 
   ყოველნი შობილნი შე/ნნი წარგჳქციენ წინა და ეგრეთ-ღა შენ მოჰკუდები". და შემდგომად
Line of edition: 14 
   ამისსა მიიცვალა თუესა ნოემბერსა ოცდაოთხსა, ქრონიკონსა ორას ოთხმოცდათორმეტსა.

Line of edition: 15 
   და ამის-ვე ბაგრატის სიკუდილისა ჟამსა შინა მოიკლა სულტანი კაცისა ვისგან-მე,
Line of edition: 16 
   ბერისა თურქისაგან, თავის ლაშქართა ხარგასა შინა. გაევლო ჯეონი / შჳდასი ათასითა
Line of edition: 17 
   კაცითა, გაელაშქრა თურქთა მეფესა ზედა, სამარკანდისა სიახლესა ციხესა რომელსა-მე
Line of edition: 18 
   მოადგა; და მოიკლა მის ციხისა პატრონისა თურქისა მიერ და ვერ-ღა-რა შეესწრა
Line of edition: 19 
   თურქი იგი ციხესა, და დაჭრეს უწყალოდ მახჳლითა. და ვერ-ღა-რა ცნეს ბაგრატ და
Line of edition: 20 
   სულტანმან ერთმან-ერთისა სიკუდილი.

Line of edition: 21 
   შემდგომად ამისსა დაჯდა ძე ბაგრატისი გიორგი კურაპალატი მეფედ.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.