TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 310

Page of edition: 313 

Line of edition: 1 
   და მოართუნეს გაგით კლიტენი, და აღიღო აფხაზთა მეფემან გაგი. შემდგომად
Line of edition: 2 
   ამისსა ფადლონმან გატეხნა ფიცნი და შუა-მდგომელობანი დიდისა სულტანისანი, და მოიპარა
Line of edition: 3 
   ქავაზინი და შემდგომად მისსა მეფე აფხაზეთს იყო, მოვიდა ფადლონ და მოადგა
Line of edition: 4 
   აგარათა; და მისცნა ციხის-თავმან აგარანი. და მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და
Line of edition: 5 
   მოადგა აგარათა. და წარიხუნა აგარანი.

Line of edition: 6 
   და გამოიყვანა დორღოლელი, ოვსთა მეფე, ორმოცი ათასითა კაცითა ოვსითა,
Line of edition: 7 
   და წარუძღუანა ძე მისი გიორგი კურაპალატი და მოაოჴრა განძა, და აღიღო ტყუე
Line of edition: 8 
   და ნატყუენავი ურიცხჳ, და გაგზავნა თავის სამეფოდ. ამისა შემდგ/ომად აღისურვილა
Line of edition: 9 
   დიდმან ოვსთა მეფემან დორღოლელმან დი-სიძისა მათისა ბაგრატისა სევასტოსისათჳს,
Line of edition: 10 
   და / ითხოვა დარბაზობა ბაგრატისგან. ხოლო ბაგრატ ნება სცა და მხიარულად წარმოემართა
Line of edition: 11 
   ოვსთა მეფე ყოვლითა თავადითა ოვსეთისათა, და აღმოვლო გზა აფხაზეთისა
Line of edition: 12 
   და მოვიდა ქუთათისს და ნახა დაჲ მათი დედოფალი, დედა გიორგი კურაპალატისა;
Line of edition: 13 
   რამეთუ გიორგი კურაპალატი გებულ იყო უწინა, და მოიყვანეს ქართლს და მეფე დგა
Line of edition: 14 
   ტინისჴიდის ჭალასა, ნადარბაზევს, და მოეგება წინა დიდითა ზიემითა და პატივითა.

Line of edition: 15 
   შეკრბეს ერთგან კეზუთა ზედა. და იყო სიხარული და ჴმა ბუკთა და დუმბულთა
Line of edition: 16 
   საშინელი და / მიუწდომელი. და დაყვეს ერთგან დღე თორმეტი, და განისუენეს ყოვლითა
Line of edition: 17 
   განსუენებითა და სიხარულითა. და მიზეზითა ზამთრისათა გაისწრაფეს, და
Line of edition: 18 
   მისცა ნიჭი და საბოძვარი მეფესა და ყოველსა დიდებულსა ოვსეთისასა. გაგზავნა და
Line of edition: 19 
   წარვიდეს სიხარულითა.

Line of edition: 20 
   {და გარდაიცვალა კათალიკოს-პატრიაქი ოქროპირ, და დაჯდა გიორგი ტაოელი. მცირედთა
Line of edition: 21 
   ჟამთა გარდაიცვალა გიორგი ტაოელი, და დაჯდა კათალიკოს-პატრიაქად გაბრიელ
Line of edition: 22 
   სიხარულითა.}



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.