TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 313

Page of edition: 316 

Line of edition: 1 
   სიყრმით გიორგი მეფისათ, და აუშალეს ქუეყანა: ივანე მოირთნა კახნი და დადგა
Line of edition: 2 
   ქსნის პირსა; და ნიანია წარუღო ქუთათისისა საჭურჭლე და შედგა ქუთა/თისს შიგა;
Line of edition: 3 
   და ვარდან გაადგინნა სუანნი ავისა მოხარკულნი, დაარბიეს და ამოსწყჳდეს საეგრო.

Line of edition: 4 
   ხოლო გიორგი მეფემან სძლო სიკეთითა, სიბრძნითა, და ძჳრ-უჴსენებელ იქმნა:
Line of edition: 5 
   უბოძა ივანეს სამშჳლდე; და ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანნი ნაცვლად
Line of edition: 6 
   რუსთავისა, რომელი მიეცა კა/ხთა; და ნიანიას თმოგჳ და სხუანი საქონელნი რჩეულნი;
Line of edition: 7 
   ვარდანს უბოძა ასკალანა და უთალუბო ჯაყელთა, ივანეს სიტყჳთ, უბოძა და ყოველი-ვე
Line of edition: 8 
   ერთ-გული და ორ-გული დაიყარა წყალობითა, და დაიწყნარა მეფობა თჳსი გიორგი
Line of edition: 9 
   მეფემან.

Line of edition: 10 
   კუალად გადგა ივანე ლიპარიტის ძე, და ცნა გიორგი მეფემან. ქუთათისით
Line of edition: 11 
   გარდამოვიდა სამცხეს, მოირთნა მესხნი, გარდამოიარა და მივიდა სამშჳლდის კარსა.

Line of edition: 12 
   მუნ მოიყვანა კახთა მეფე აღსართან. ვერ დადგა ივანე ციხე შიგან, მირიდა მთათა
Line of edition: 13 
   სამხრისათა. და მას ვერ-წყობილობასა შინა წაიხუნა ლოწობანნი ლიპარიტისაგან
Line of edition: 14 
   აღსართან. მოეყარა სამშჳლდესა, გარდადგა ჯავახეთს, / და მოიყვანა მეფეთ-მეფემან
Line of edition: 15 
   გიორგი მათ წინაშე, და დაიფიცნეს ეკრანთას, და დაიმტკიცა ივანე კლდე-კართა და
Line of edition: 16 
   სამშჳლდესა ზედა. კუალად-ცა გადგა ივანე, გამოსტყუა გაგი ციხოვანთა გიორგი მეფისათა, და
Line of edition: 17 
   მიჰყიდა ფადლონს, განძის პატრონსა. და მოვიდა სულტანი მალიქ-შა მტერად
Line of edition: 18 
   ყოველთა ქრისტიანეთა. მიაგება ივანე ძე მისი ლიპარიტ წინა, შეაწყნარა სულტანსა,
Line of edition: 19 
   და დაყო მის თანა მცირედი ხანი, და გამოეპარა. და მოვიდა სულტანი, და მოადგა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.