TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 314

Page of edition: 317 

Line of edition: 1 
   სამშჳლდესა, და წარუღო სამშჳლდე, და ტყუე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და
Line of edition: 2 
   შვილის-შვილითა, და / ყოველთა აზნაურთა დედა-წულითა, და დაიჭირა სამშჳლდე სულტანმან.

Line of edition: 3 
   და მუნ დგომასა მოარბია ქართლი, წაიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და
Line of edition: 4 
   შეიქცა გარე. და აიღო განძა, და დააგდო სარანგი თავადად განძას და ბრძოლად
Line of edition: 5 
   ქუეყანისა ყოვლისა, ორმოცდარვა ათასითა კაცითა. შედგა ფადლონ ციხეთა მაგართა,
Line of edition: 6 
   და ვერ / დაუდგნა, გამოიყვანეს და დააპატიმრეს იგი-ცა.

Line of edition: 7 
   შემდგომად მცირედისა ხანი/და შეკრბა სარანგი ყოვლითა ლაშქრითა მისითა და
Line of edition: 8 
   განძისათა, დვინისა და დმანისისა ამირათა თანა-დგომითა, და მომართა გიორგი მეფესა.

Line of edition: 9 
   შეკრბა გიორგი მეფეთ-მეფე ყოვლითა სპითა მისითა, ზემოთა და ქუემოთა, და მოიყვანა
Line of edition: 10 
   მათ წინაშე აღსართან, კახთა მეფე, და დაჰმართეს ერთმან-ერთსა. განაძლიერა
Line of edition: 11 
   ღმერთმან გიორგი მეფე; წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა მიუჴდა ზედა, ფარცხისს
Line of edition: 12 
   ქუემოთ, და იოტა ბანაკი / სარანგისი: გააქცია და ასწყჳდა იყო ჟამი მწუხრისა,
Line of edition: 13 
   და სიღამემან დაარჩინა ნეშტი სარანგის ლაშქრისა, და შემოიქცა უკლებლად და
Line of edition: 14 
   მშჳდობით მეფეთ-მეფე გიორგი თავისა სამეფოსა.

Line of edition: 15 
   და შემდგომად ამისსა მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთასა წახმულნი
Line of edition: 16 
   ციხენი. წაუხუნა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი
Line of edition: 17 
   ციხე/ნი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა და შემდგომად ამისსა ესე-ცა
Line of edition: 18 
   მომადლა ღმერთმან, აღიღო ქალაქი კარისა, ციხე-ქუეყანა, და / სიმაგრენი ვანანდისა
Line of edition: 19 
   და კარნიფორისანი, და იოტნა თურქნი მის ქუეყანისანი.






Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.