TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 316

Page of edition: 319 

Line of edition: 1 
   მიერითგან რბევად, ტყუენვად და მოოჴრებად, წუად, სრვად და ტყუეობად ჩუენ
Line of edition: 2 
   ქრისტიანეთა.

Line of edition: 3 
   რამეთუ მათ ჟამთა შინა გიორგი მეფესა, ყუელს გარე-მდგომსა, დაესხნეს უგრძნეულად
Line of edition: 4 
   თურქნი დიდნი, რომელთა თავადი იყო აჰმად, ამირა ძლიერი და მაგრიად
Line of edition: 5 
   მოისარი, რომელსა მას ოდენ ჟამსა აეღო კარი. მოვიდეს ესენი შინა-განცემითა
Line of edition: 6 
   ქრისტიანეთათა, აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი ურიცხჳ.

Line of edition: 7 
   / ხოლო საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროსა
Line of edition: 8 
   და ვეცხლ/ისანი, ბაგრატეულნი სასმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი სამეფონი და
Line of edition: 9 
   ყოველთა დიდებულთანი აიხუნეს იავარად და წარვიდეს. ხოლო გიორგი
Line of edition: 10 
   მეფე წარვიდა მეოტი აჭარით აფხაზეთად. მათ უკუე ლაშქართა, / ესევითარითა ალაფითა
Line of edition: 11 
   სავსეთა მიმავალთა, წინა დაემთხჳვნეს ამირანი დიდნი, იასი ვინ-მე და ბუჟღუშ,
Line of edition: 12 
   და მათ თანა სიმრავლე ურიცხჳ თურქთა, საბერძნეთს მიმავალთა. რომელთა იხილეს
Line of edition: 13 
   რა ესე-ოდენი სიმრავლს ოქროსა და სიმდიდრისა რომელი ჰქონდა და ცნეს მეოტობა
Line of edition: 14 
   გიორგისი, და ესმა-ცა მათგან, ვითარმედ: "რად / წარხვალთ საბერძნეთად? აჰა ქუეყანა
Line of edition: 15 
   საქართველო, უკაცური და სავსე ესე-ვითარითა სიმდიდრითა". ხოლო მათ მყის მოაქცივნეს
Line of edition: 16 
   გზანი მათნი და მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარ-ცა მკალნი.

Line of edition: 17 
   და დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის-პირამდის, შავშეთი,
Line of edition: 18 
   აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა.

Line of edition: 19 
   მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკჳდრი ყოველი. და მას-ვე ერთსა დღესა
Line of edition: 20 
   დაწუეს ქუთათისი, და არტანუჯი, და უდაბნონი კლარჯეთისანი. და დაყვეს ამათ



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.