TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 317

Page of edition: 320 

Line of edition: 1 
   ქუეყანათა შინა თ/ურქთა ვიდრე მოსლვადმდე თოვლისა, მოჭამეს ქუეყანა და მოსწყჳდეს,
Line of edition: 2 
   თუ სად-ღა ვინ დარჩომილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა.

Line of edition: 3 
   და ესე იყო პირველი და დიდი თურქობა; რამეთუ ქრონიკონი იყო სამ/ასი ხოლო
Line of edition: 4 
   თუ ვინ-მე მთიულეთს ანუ სიმაგრეთა სადა-მე ვინ დაშთა კაცი, ზამთრისა სიფიცხითა,
Line of edition: 5 
   უსახლობითა და შიმშილითა ეგრე-ცა მოისრა.

Line of edition: 6 
   და განგრძელდა ესე-ვითარი ჭირი ქრისტიანეთა ზედა; რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა
Line of edition: 7 
   მოვიდიან თურქნი და მათ-ვე პირველთა საქმეთა-ებრ იქმოდიან, და ზამთრის
Line of edition: 8 
   წარვიდიან. და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოჴრდა ქუეყანა და ტყედ
Line of edition: 9 
   გარდაიქცა, და ნაცვლად კაცთა მჴეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა.

Line of edition: 10 
   და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და
Line of edition: 11 
   აღმატ/ებული ოდეს-ვე ყოფილთა სმენილთა და გარდასრულთა ოჴრებათასა. რამეთუ
Line of edition: 12 
   წმიდანი ეკლესიანი შექმნეს სახლად ჰუნეთა თჳსთა, ხოლო საკურთხმველნი ღმრთისანი
Line of edition: 13 
   ადგილად არა-წმიდებისა მათისა. და მღდელნი რომელნი-მე თჳთ შეწირვასა-ვე შინა
Line of edition: 14 
   საღმრთოსა მსხუერპლისასა მუნ-ვე / მახვილითა შეწირულ იქმნეს და სისხლნი მათნი
Line of edition: 15 
   აღირივნეს მეუფისათა თანა და რომელნი-მე მწარესა ტყუეობასა მიცემულ იქმნეს, მოხუცებულნი
Line of edition: 16 
   არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ,
Line of edition: 17 
   ხოლო ჩჩჳლნი / მიმოდატაცებულ. ცეცხლი უცხო და მბრძოლი, რომლითა
Line of edition: 18 
   მოიწუა შენებული ყოველი, მდინარენი სისხლთანი. ნაცვლად წყლისა ნაკადულთა,
Line of edition: 19 
   მრწყველნი ქუეყანისანი. და რათა თჳთ მათ იერემიასთა ვიტყოდით, რამეთუ ამან
Line of edition: 20 
   ოდენ კეთილად უწყოდა ჟამისა ამის ჯეროვანი გოდება, ვითარმედ: "ძენი სიონისანი,
Line of edition: 21 
   პატიოსანნი და ბოროტისა გამოუცდელნი, უცხოთა გზათა ტყუეობისათა მოგზაურობენ. ხოლო
Line of edition: 22 
   გზანი სიონისანი იგლოვენ არა-ყოფისათვის მათ ზედა მედღესესწაულეთასა.

Line of edition: 23 
   და ჴელნი დედათა მოწყალეთანი არა საზრდელისა შვილთა მიცემად მოქმედებენ,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.