TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 318

Page of edition: 321 

Line of edition: 1 
   არამედ საზრდელ თჳსსა ჰყოფენ თჳთ თჳსთა მათ საყუარელთა". / და ესენი ესრეთ
Line of edition: 2 
   და ფრიად-ცა უძჳრეს.

Line of edition: 3 
   ამათ რა საქმეთა ესრეთ ხედვიდა მეფე გიორგი და რამეთუ არა-სადათ იყო ღონე
Line of edition: 4 
   ჴსნისა და შეწევნისა, არ-ცა რა დამ/ჴსნელი ამათ ძჳრთა, რომელ მოეცვა პირი ყოვლისა
Line of edition: 5 
   ქუეყანისა, რამეთუ ძალი ბერძენთა-ცა შემცირებულ იყო, და რომელნი ქუეყანანი მათ
Line of edition: 6 
   აღმოსავლეთს ჰქონდეს ზღუასა გარეთ, ყოველი თურქთა დაეპყრა. მაშინ ჰყო განზრახვა
Line of edition: 7 
   დიდებულთა თჳსთა თანა, და დაამტკიცეს წარსლვა მაღალსა სულტანსა მალიქ-შას
Line of edition: 8 
   წინაშე.

Line of edition: 9 
   და ესრეთ დადვა სული თჳსი და სისხლნი ქრისტეანეთა ჴსნისათჳს. და მინდობითა ღმრთისათა და
Line of edition: 10 
   წარძღუანებითა ძელისა ცხოვრებისათა წარვიდა ასპანს, ნახა
Line of edition: 11 
   სულტანი და შეწყნარებულ იქმნა მისგან ვითარ-ცა შვილი საყუარელი.

Line of edition: 12 
   რამეთუ იყო კაცი იგი მალიქ-შა ვითარ-ცა სიდიდითა კიდეთა მპყრობელობისათა
Line of edition: 13 
   შეუსწორებელ, ეგრეთ-ვე სახითა სიტკბოებისათა და სახიერებითა აღმატებულ ყოველთა
Line of edition: 14 
   კაცთასა, რომლისანი მრავალ არიან და სხუანი-ცა ურიცხუნი საცნაურებანი, მართლ-მსაჯულობანი,
Line of edition: 15 
   მოწყალებანი, ქრისტიანეთა / სიყუარულნი, და, რათა არა განვაგრძოთ
Line of edition: 16 
   სიტყუა, ყოვლად უბოროტო რა-მე გონება ყოვლით-კერძო აქუნდა ამისთჳს-ცა ყოველი
Line of edition: 17 
   სათხოველი აღუსრულა მეფესა / გიორგის, უმეტეს-ცა სასოებისა და სამეფო მისი
Line of edition: 18 
   განათავისუფლა ზედა-მარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი, გარნა ხარაჯა
Line of edition: 19 
   ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა. და ესრე განდიდებითა
Line of edition: 20 
   და მრავლითა / დიდებითა გამოგზავნა თჳსად სამეფოდ და წარმოაყოლნა სპანი
Line of edition: 21 
   დიდნი, რათა წარვლონ გზა მშჳდობისა და რათა აართვან კახეთი. და ჟამსა სთულისასა
Line of edition: 22 
   მოვიდეს კახეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა და, ვიდრე ბრძოდეს-ღა, მოვიდა
Line of edition: 23 
   თოვლი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.