TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 324

Page of edition: 327 

Line of edition: 1 
   რამეთუ წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს,
Line of edition: 2 
   და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი
Line of edition: 3 
   საეპისკოპოსონი, ვითარ-ცა ავაზაკთა, და მათნი-ვე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი
Line of edition: 4 
   დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა აწურთიდეს
Line of edition: 5 
   მათ ქუეშეთა ყოველთა. და თჳთ / სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდო/და
Line of edition: 6 
   ყოველი უსჯულოება და ცოდვა, / რომელთა თუალი ღმრთისა ხედვიდა ყოველთა და
Line of edition: 7 
   განრისხებულ იყო, ვითარ-ცა ზემო ვთქჳთ.

Line of edition: 8 
   და რამეთუ არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მჴედრისა, არ-ცა ერისა და
Line of edition: 9 
   მღდელთ-მთავრისა, არ-ცა მწყემსისა და სამწყსოსა, ვითარ-ცა წერილ არს: მონამან
Line of edition: 10 
   რომელმან იცოდის ნება უფლი/სა თჳსისა და არა განემზადოს ნებისაებრ მის[ის]ა,
Line of edition: 11 
   იგუემოს ფრიად ამათ უკუე ესე-ვითართა და დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა
Line of edition: 12 
   ერი მრავალი: რამეთუ სამეფოსა თჳსისა კათალიკოსი, მღდელთ-მთავარნი, მეუდაბნოენი,
Line of edition: 13 
   მომღუარნი და მეცნიერნი შემოკრიბნა წინაშე მისსა ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა, და
Line of edition: 14 
   დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და
Line of edition: 15 
   ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.