TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 325

Page of edition: 328 

Line of edition: 1 
   უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს, და შეაჩუენნეს, გარდამოსთხინეს საყდართაგან,
Line of edition: 2 
   დაღათუ ძნელ-ღა იყო ესე, რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი,
Line of edition: 3 
   რომელთა უწესოდ დაეპყრნეს საყდრები; და მათ წილ ჭეშმარიტნი მწყემ/სნი და სათნონი
Line of edition: 4 
   ღმრთისანი დაადგინნეს, და ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს,
Line of edition: 5 
   მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათა. და ესრეთ ყოველნი ნიჭითა
Line of edition: 6 
   სამეფოთა წარგზავნნეს / თჳთოეული სახიდ თჳსად. და ესე-ცა მიმსგავსებულად დიდისა
Line of edition: 7 
   კოსტანტინესსა აღასრულა მეფემან დავით უწინარეს ყოველთა კეთილთა საქმეთა
Line of edition: 8 
   თჳსთა, რომლისა სანაცვლოდ იხილეთ, თუ რა განაგო ღმერთმან გულთ-მეცნიერმან,
Line of edition: 9 
   უძილმან მცველმან ისრაელისამან.

Line of edition: 10 
   რამეთუ ესე აღსართან, კახთა მეფედ ჴსენებული, შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა,
Line of edition: 11 
   არიშიანმან და ბარამ, და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბარამის ძემან, და მოსცეს
Line of edition: 12 
   მეფესა. და აღიხუნა მეფემან ჰერეთი და კახეთი, და ერწუხს ქმნნა წყობ/ანი დიდნი
Line of edition: 13 
   და ჴმა-გასმენილი იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრითა და განწირულითა
Line of edition: 14 
   ერითა დაჴოცნა სულტანისა იგი ურიცხუნი სპანი, ათაბაგი განძისა და უმრავლესი
Line of edition: 15 
   კახთა და ქუეყანისა ერი, მტერთა-ვე თანა გარე-მოდგომილი ჩუენდა. ესე-ოდენ
Line of edition: 16 
   ადვილად და მოსწრაფედ ჴელთ-უსხნა ღმერთმან საკჳრველებათამან, რომელ ერთი
Line of edition: 17 
   ათასთა არა თუ სდევდა, არამედ ჴელითა იპყრობდა, და ორთა არა თუ წარექცივნეს
Line of edition: 18 
   ბევრნი არამედ სანთლითა თჳთ მათ-ვე ტყეთათ და მთხრებლთათ ტ/ყუედ მოჰყვანდეს
Line of edition: 19 
   ყოველნი ქრისტიანენი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.