TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 326

Page of edition: 329 

Line of edition: 1 
   ხოლო თჳთ მეფე არა თუ ვითარ-ცა სხუა ვინ-მე ზურგით უდგა ოდენ სპათა
Line of edition: 2 
   თჳსთა, / ანუ შორით უზახებდა, ვითარ-ცა ერთი მთავართაგანი ვინ-მე, არამედ უპირატეს
Line of edition: 3 
   ყოველთასა თჳთ წინა უვიდოდა, და ვითა ლომი შემზახებდა ჴმითა მაღლითა,
Line of edition: 4 
   და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა; და თჳთ გოლიათ-ებრ მიმართებდა და მკლავითა
Line of edition: 5 
   მტკიცითა დაამჴობდა ახოვანთა, სრვიდა და დასცემდა წინა დამთხუეულთა
Line of edition: 6 
   ყოველთა, ვიდრემდის ფრიადისა ცემისაგან არა თუ ვითარ-ცა ძუელსა დავითს ელია
Line of edition: 7 
   ზარის ჴელი ჴრმლისა ვადასა ოდენ დაეწება, არამედ ჴრმლით მისით უკ-მომდინარითა
Line of edition: 8 
   სისხლითა წელნი აღსავსე ესხნეს, რომელი შემდგომად ომისა გარდაჴდისა და სარტყლისა
Line of edition: 9 
   განჴსნისა საცნაურ იქმნა, ქუეყნად რა დაითხია ესე-ოდენისა მტკნარისა / სისხლისა
Line of edition: 10 
   შეყინებულისა, რომელსა პირველ განხილვისა თჳთ მისგან ვგონებდით გამოსრულად.

Line of edition: 11 
   და მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესა-ღა ზედა მჯდომმან სრულ ყო
Line of edition: 12 
   მის დღისა ომი. და ესე მრავლისაგან ყოვლად მცირედი და კნინი წარმოვთქჳთ.

Line of edition: 13 
   ესრეთ რა თჳთ-მპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი / და კახეთი, და ნებიერად'
Line of edition: 14 
   აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი, მზე-ებრ მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა
Line of edition: 15 
   მკჳდრთა ქუეყანისათა. და ვინათგან ღმერთი ესრეთ განაგებდა / საქმეთა დავითისთა,
Line of edition: 16 
   და წარუმართებდა ყოველთა გზათა მისთა, და მოსცემდა ჟამად-ჟამად ძლევათა საკჳრველთა,
Line of edition: 17 
   და უძღოდა ძალითი-ძალად, - არ-ცა იგი უდებებდა განმრავლებად ტალანტთა,
Line of edition: 18 
   არამედ სრულითა გულითა მსახურებდა, და მათ იქმოდა, რომელნი ნებისა ღმრთისად
Line of edition: 19 
   დაამტკიცნის და სათნო-ყოფილად მისდა აღუჩნდის, ვითარ-ცა აწ ითქუას.

Line of edition: 20 
   რამეთუ მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა რომელი-ცა გამოირჩია
Line of edition: 21 
   მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა,
Line of edition: 22 
   რომელსა შინა ვითარ-ცა მეორე ცაჲ გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და
Line of edition: 23 
   უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა, რაბამ რა-მე აღმატე/ბული ყოველთა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.