TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 330

Page of edition: 333 

Line of edition: 1 
   მიდრკეს სივლტოლად ესე-ოდენ ზარ-განჴდილნი და მოსწრაფნი, ვიდრემდის არ-ცა თუ
Line of edition: 2 
   კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედნეს ყოვლად, არამედ მოსწრაფებასა პატივ-სცე/ს
Line of edition: 3 
   ფერჴთა მათთა უფროს საქონლისა მათისა, და ესრეთ განიბნივნეს თჳსთა ქუეყანათა.

Line of edition: 4 
   ხოლო ესე-ვითარსა საკჳრველსა სივლტოლასა მათსა თჳთ მეფე და სპანი მისნი
Line of edition: 5 
   ესოდენ ურწმუნო იყვნეს, ვიდრემდის არა-ვინ სდევნა ყოვლად, რამეთუ ხვალისა ომი
Line of edition: 6 
   ეგონა. და წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავი-ცა, მეფისა მუხნარს ყოფასა.

Line of edition: 7 
   ქრონიკონი იყო სამას ო/ცდა თხუთმეტი რომლისათჳს-ცა დიდად წმენა შეექმნა თურქთა
Line of edition: 8 
   და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა. რამეთუ მოიმსტვარნის მეფემან რომელთა
Line of edition: 9 
   მოსრვა ეგებოდის, და უგრძნეულად დაესხის და მოსწყჳდნის და ესე არა ერთ-გზის
Line of edition: 10 
   ანუ ორ-გზის, გინა სამ, არამედ მრავალ-გზის, ვითარ-ცა აწ ერთი ითქუას.

Line of edition: 11 
   რამეთუ ტაოს ჩამოდგეს დიდნი თურქნი ხარგებითა, ვინათგან ზამთრისა სიფიცხესა
Line of edition: 12 
   და მთათა სიმაგრეთა მიენდვნეს. ხოლო მეფემან მოიჴელოვნა ესრეთ, რამეთუ
Line of edition: 13 
   სპათა ქართლისათა მზაობა უბრძანა და თჳთ ქუთათისს გარდავიდა, რომლითა უეჭუელ
Line of edition: 14 
   ყვნა იგინი. და თუესა თებერვალსა აცნობა ქართუელთა და მესხთა, რათა კლარჯეთს
Line of edition: 15 
   დახუდენ პაემანსა, და თჳთ შიდითა სპითა ხუფთით ჭოროხის პირი წარვლო. და
Line of edition: 16 
   შეკრბეს ერთად, და უგრძნეულად დაესხნეს მათ ზედა, უშიშად გულ-დებითა მსხდომარეთა
Line of edition: 17 
   ბასიანამდე და მთად კარნიფორისად. რამეთუ ქრონიკონი იყო სამას ოცდათექუსმეტი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.