TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 329

Page of edition: 332 

Line of edition: 1 
   დაუტევნეს, და ღამით მეოტ იქმნნეს, და ჩუენ თანა მოითუალნეს იგინი. რამეთუ
Line of edition: 2 
   ვიდრე მოაქამომდე სთუელთა ჩამოიარიან თურქთა სომხითი, ყოვლითა ფალანგითა
Line of edition: 3 
   მათითა, ჩამოდგიან გაჩიანთა, პ/ირსა მტკუარისასა, ტფილისითგან ვიდრე ბარდავადმდე,
Line of edition: 4 
   და იორის პირთა, და ყოველთა ამათ შუენიერთა ადგილთა საზამთროთა, რომელთა
Line of edition: 5 
   შინა ზამთრის, ვითარ-ცა არესა გაზაფხულისასა, ითიბების თივა, და აქუს შეშა
Line of edition: 6 
   და წყალი უსუებით, და მუნ არს სიმრავლე ნადირთა თჳთო-ფერი და საშუებელი
Line of edition: 7 
   ყოველი. ამათ ადგილთა შინა დადგიან ხარგებითა. ცხენისა, ჯორისა, ცხუარისა და
Line of edition: 8 
   აქლემისა მათისა არა იყო რიცხ/ჳ, / და აქუნდა ცხოვრება სანატრელი; ნადირობდიან,
Line of edition: 9 
   განისუენებდიან და იხარებდიან, და არა იყო ნაკლულევანება მათ თანა. თჳსთა ქალაქთა
Line of edition: 10 
   ვაჭრობდიან, ხოლო ჩუენთა ნაპირთა არბევდიან ტყჳთა და ალაფითა სავსეთა გაზაფხულსა
Line of edition: 11 
   თანა იწყიან სლვა აღმართ მთათა სომხითისა და არარატისათა. ეგრეთ-ვე
Line of edition: 12 
   ზაფხულის-ცა ჰქონდის შუება და განსუენება, თივათა და ველთა შუენიერთა, წყაროთა
Line of edition: 13 
   და ადგილთა ყუავილოვანთა, და ესე-ოდენ დიდი იყო ძალი მათი და სიმრავლე,
Line of edition: 14 
   რომელ სთქუა-მცა თუ "ყოველი თურქობა ყოვლისა ქუეყანისა იქი არს-ო". და არავისგან
Line of edition: 15 
   მოსაგონებელ იყო ოდეს-ცა მათი გასხმა ანუ ვნება, არ-ცა თუ თჳთ სულტ/ანისაგან.

Line of edition: 16 
   ოდეს სამშჳლდე და ძერნა აიღეს, ქრონიკონი იყო სამას ოცდაათი. მას წელსა
Line of edition: 17 
   მოვიდა ძალი სულტანისა და ყოველი თურქობა, კაცი ვითარ ასი ათასი, უგრძნეულად
Line of edition: 18 
   სიმარჯჳთა, ხოლო მეფე დგა ნაჭარმაგევს ტაძრეულითა. ცნა რა მიმწუხრი მოსლვა
Line of edition: 19 
   მათი თრიალეთს, ღამე ყოველ წარვიდა მასლათა კაცითა ათას ხუთასითა, რამეთუ
Line of edition: 20 
   ესე-ოდენნი დახუდეს მას წინაშე. ცისკარს მოვიდეს თურქნი და იქმნა ბრძოლა ფიცხელი
Line of edition: 21 
   მას დღესა, და შეწევნითა ღმრთისათა / იძლია ბანაკი მათი. და მიდრეკასა დღისასა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.