TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 328

Page of edition: 331 

Line of edition: 1 
   სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად
Line of edition: 2 
   უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა, დიაკონად ყოვლისა საეკლესიოსა შუენიერებისად.

Line of edition: 3 
   {ხოლო სახელი მისი გელათი.}
Line of edition: 4 
   და კუალად სხუა მოიგონა საქმე შემსგავსებული მოწყალისა და ტკბილისა
Line of edition: 5 
   ღმრთისა სახისა, კაცთ-მოყუარებისა თჳსისა: აღაშენა ქსენონი ადგილსა შემსგავსებულსა
Line of edition: 6 
   და შუენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი, თჳთო-სახითა სენითა განცდილნი, და
Line of edition: 7 
   მოუმზადა ყოველი საჴმარი მათი, უნაკლულოდ და უხუებით, და განუჩინნა შესავალნი
Line of edition: 8 
   და საღუაწნი მათნი ყოვლად-ვე. თჳთ მივიდის და მოიხილნის, მოიკითხნის და ამბორს-უყვის
Line of edition: 9 
   თჳთოეულსა, აფუფუნებდის მამებრ, სწყალობდის და ნატრიდის, განამჴნობდის.

Line of edition: 10 
   მოთმინებისა მიმართ, მონახის თჳსითა ჴელითა ცხედრები, სამოსლები და საგებელი
Line of edition: 11 
   მათი, პინაკი და ყოველი საჴმარი მათი, მისცის თჳ/თოეულსა ოქრო საყოფინი, და
Line of edition: 12 
   გა/ნაკრძალნის ზედა-მდგომელნი მათნი, და განაგის ყოველი საქმე მათი დიდად შუენიერად
Line of edition: 13 
   და ღმრთის-მსახურებით.

Line of edition: 14 
   ხოლო ვიდრე ამა ჟამადმდე (!) ქალაქი ტფილისი, რუსთავი და სომხითი და ყოველი
Line of edition: 15 
   სამშჳლდე და აგარანი თურქთა ჰქონდეს. ხოლო თრიალეთი და კლდე-კარნი ჰქონდეს.

Line of edition: 16 
   თე/ვდორეს, ჭყონდიდელისა დის-წულსა, კაცსა გონიერსა და დიდად მყოფსა. რამეთუ რა
Line of edition: 17 
   მეფე გარდავიდის აფხაზეთად, უმცრორე ეშინოდის თურქთა და მათთა ციხოვანთა. მას
Line of edition: 18 
   ჟამსა მეფე გარდავიდა იმერეთს; და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართ-უხუცესსა
Line of edition: 19 
   წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი და სიმარჯჳთ მოიპარეს
Line of edition: 20 
   სამშჳლდე.

Line of edition: 21 
   მაშინ იქმნა დიდი სიხარული, რამეთუ დღითი-დღე შეემატებოდა საზღვართა
Line of edition: 22 
   სამეფოსათა. ცნეს რა თურქთა აღება სამშჳლდისა, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.