ამას-ვე წელსა აღიღო სომხითისა ციხე ლორე. და მას-ვე წელსა, ივლისსა, აღიხუნა
Line of edition: 2
აგარანი, მეორესა დღესა, ცისკარს. რამეთუ პირველ-ცა ესე ციხე აეღო ბაგრატს,
Line of edition: 3
პაპასა მისსა, გარნა / სამ თუე ბრძოლითა. ხოლო ამას-ვე წელსა აგჳსტოსსა მოკუდა
Line of edition: 4
სულტანი მალიქი, მალიქ-შას ძე, და ალექსი ბერძენთა მეფე და ვერ ცნეს ერთმან
Line of edition: 5
მეორისა სიკუდილი. ქრონიკონი იყო სამას ოცდათურამეტი.
Line of edition: 6
ხედვიდა რა მეფე დავით ესე-ოდენთა ზეგარდამოთა ღმრთისა მიერ წყალობათა,
Line of edition: 7
შეწევნათა, ძლევათა და გამარჯუებათა თჳსთა, და რომელთა ღმერთი მოსცემდა სამეფოთა
Line of edition: 8
ქუეყანათა, ქალაქთა და ციხეთა, რამეთუ არა იყო ესე-ოდენი სიმრავლე ლაშქართა
Line of edition: 9
სამეფოსა შინა მისსა, რათა-მცა ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად და
Line of edition: 10
კუალად თჳთ მის თანა მყოფად და მოლაშქრედ-მცა კმა ეყვნეს / დაუცხრომელად
Line of edition: 11
მიმოსლვასა ლაშქრობასა მისსა ზამთარ და ზაფხულ / ამისთჳს-ცა შემოიკრიბა
Line of edition: 12
გონება, კეთილად და გონიერად გამგონე, ვითარ-ცა დავით, სულისა მიერ წმიდისა,
Line of edition: 13
აღიღო მაღლად თავი თჳსი და მიმოავლო თუალი გონებისა თჳსისა და განიცადა
Line of edition: 14
კეთილად, განიზრახა სამეფოთა ცნობითა, რომელ არა კმა იყვნეს სამეფოსა მისისანი
Line of edition: 15
თანა-მიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა მისისათა.
Line of edition: 16
და მსგავსად ალექსანდრესსა ქმნა და ამან-ცა სულთ-ითქუნა, რამეთუ ითქუმის-ცა
Line of edition: 17
მისთჳს, ვითარმედ ფილოსოფოსმან ვინ-მე რქუა მას: "არიან-ო მრავალნი და ურიცხუნი
Line of edition: 18
სამეფონი, რომელთა არ-ცა თუ სახელი გასმიეს შენ." და მან სულთ-ითქუნა და თქუა:
Line of edition: 19
"უკეთუ დამიშთეს ესენი, რა იყოს მპყრობელობა ჩემი". ამისთჳს-ცა ამან მეორემან
Line of edition: 20
ალექსანდრე განიზრახა სივრცითა გონებისათა, რამე/თუ სხუაებრ არა იყო ღონე, და
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.