უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე, და წყობათა შინა სიმჴნე, სისუბუქე
Line of edition: 2
და მიმოსლვა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასამჭირვლობა და ყოვლითურთ
Line of edition: 3
მომზავებლობა ნებისა თჳსისა. და ამათ თანა უადვილეს იყვნეს მოსლვად მახლობელობითა-ცა
Line of edition: 4
და უპოვარებითა, და რამეთუ პირველ / მრავალთა წელთასა მიერ / მოეყვანა
Line of edition: 5
სანატრელი და ყოვლად განთქმული სიკეთითა გუარანდუხტ დედოფალი, შვილი ყივჩაყთა
Line of edition: 6
უმთავრესისა ათრაქა შარაღანის ძისა, სჯულიერად მეუღლედ თჳსად და დედოფლად
Line of edition: 7
ყოვლისა საქართველოსა. ამისთჳს-ცა წარავლინნა კაცნი სარწმუნონი და მოუწოდა
Line of edition: 8
ყივჩაყთა და სიმამრსა თჳსსა.
Line of edition: 9
ხოლო მათ სიხარულით მიითუალეს, გარნა ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთაგან.
Line of edition: 10
ამისთჳს-ცა ბრძანა მეფემან წარსლვა ოვსეთს, და სიტყუასა-ვე თანა წარემართა და
Line of edition: 11
თანა-წარიტანა გიორგი ჭყონდიდელი და მწიგნობართ-უხუცესი თჳსი, კაცი სრული
Line of edition: 12
ყოვლითა სიკეთითა სულისა და ჴორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი,
Line of edition: 13
სჳანი და ფრთხილი, თანა-აღზრდილი აღმზრდელი პატრონისა და თანა-განმკაფელი
Line of edition: 14
ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა.
Line of edition: 15
შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი,
Line of edition: 16
და ვითარ-ცა მონანი დადგეს წინაშე მისსა. და აღიხუნეს მძევალნი ორთაგან-ვე, ოვსთა
Line of edition: 17
და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნი-ვე ნათესავნი. და ყო შორის მათსა
Line of edition: 18
სიყ/უარული და მშჳდობა ვითარ-ცა ძმათა. და აღიხუნა ციხენი დარიალასა და ყოველთა
Line of edition: 19
კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი და შექმნა გზა მშჳდობისა ყივჩაყთათჳს,
Line of edition: 20
და გამოიყვანა სიმრავლე ფრიად დიდი; და სიმამრი და ცოლის ძმანი თჳსნი
Line of edition: 21
არა ცუდად დაშურეს; არ-ცა ცუდ იქმნა / გამოყვანა მათი, არამედ მათითა ჴელითა მოსრნა
Line of edition: 22
სრულიად სპარსეთისა ძალნი, და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა,
Line of edition: 23
და მათითა თანა-დგომითა ქმნნა საქმენი დაურწმუნებელნი, ვითარ-ცა ითქუას წაღმართ.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.