TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 334

Page of edition: 337 

Line of edition: 1 
   ხოლო მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი; თავ-ადგა სიყრმითგანთა
Line of edition: 2 
   პატრონისა მსახურებათათჳს; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა
Line of edition: 3 
   ახალსა და მუნ დაემარხა. რომელი იგლოვა ყოველმან სამეფომან და თჳთ მეფემან,
Line of edition: 4 
   ვითა მამა და უმეტეს-ცა მამისა, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა
Line of edition: 5 
   ვახტანგ, რომლისა ხარებითა დაიჴსნა გლოვა.

Line of edition: 6 
   ხოლო ყივჩაყი დააყენნა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა,
Line of edition: 7 
   რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი. ესენი განასრულნა
Line of edition: 8 
   ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი
Line of edition: 9 
   ღუაწლსა, ვითარ ხუთიათასი კაცი, ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი
Line of edition: 10 
   და გამოცდილნი სიმ/ჴნითა. და თჳთ ყივჩაყნი-ცა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდეს
Line of edition: 11 
   დღითი-დღე, და სიმრავლე ურიცხჳ შეეძინებოდა ქრისტესა. ე/სენი რა / ესრეთ შემოიკრიბნა, და
Line of edition: 12 
   დააწყუნა გუარად-გუარად და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი;
Line of edition: 13 
   და ეგრეთ-ვე თჳსისა სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და
Line of edition: 14 
   პირ-შეუქცეველნი; და / საშუალ მათსა თჳთ იგი უმსგავსო სპასპეტი და წინა-მბრძოლი,
Line of edition: 15 
   მიმსგავსებული ძუელისა ქაიხოსროსთჳს მოთხრობილთა, წინა-უძღოდა, და იწყო რბევად
Line of edition: 16 
   სპარსეთისა, შარვანისა და სომხითისა დიდისა. რამეთუ არა დაშურებოდა, არ-ცა
Line of edition: 17 
   მოეწყინებოდა, არამედ ჟამიერად და წესიერად ალაშქრებდა მათ, მართებდა და განაგებდა
Line of edition: 18 
   მსგავსად მისსა დიდ-გონეობითა, და ვინ-ღა-მცა იყო წინა-მდგომი მისი, და ანუ
Line of edition: 19 
   მიმმართი ომისა მის წინაშე. რამეთუ დაღათუ წერილმან ფრთოვანსა ვეფხსა მიამსგავსა
Line of edition: 20 
   მაკედონელი იგი სიფიცხითა მიმმართველობისათჳს, და მსწრაფლ მიმოვლისა ქუეყანათა
Line of edition: 21 
   შინა, და ჭრელად მრავალ-ფერობისათჳს ქცევათა და განზრახვათა მისთასა, არამედ



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.