TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 336

Page of edition: 339 

Line of edition: 1 
   და მას-ვე შჳდეულსა პირ-მარხვასა დღესა აიღო შარვანს ქალაქი ყაბალა, და
Line of edition: 2 
   აღავსო სამეფო თჳსი ოქროთა და ვეცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა წარმოვიდა
Line of edition: 3 
   ქართლს და მსწრაფლ შეკრიბა სპა, და ჩავიდა შარვანს, მაისსა შჳდსა, არბია ლიჟათათ
Line of edition: 4 
   ვიდრე ქურდევანამდე და ხიშ/ტალანთამდე, და სავსენი ალაფითა მოვიდეს ქართლს.

Line of edition: 5 
   მათ-ვე დღეთა შეიბნეს შარვანელი და დარუბანდელი, მოკლეს აფრიდონ, და მოსწყჳდნეს
Line of edition: 6 
   შარვანელნი.

Line of edition: 7 
   თუესა ნოემბერსა წარვიდა მეფე აშორნიას, დაესხა თურქმანთა, მოსრნა და იავარ-ყვნა,
Line of edition: 8 
   და წარმოიღო ნატყუენავი მათი ურიცხჳ. ჩამოვლო / მგზავრ, დაესხა სევგელამეჯს
Line of edition: 9 
   თურქმანთა-ვე და არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა; ესე ერთისა წლისა.

Line of edition: 10 
   და მას-ვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭჳნტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი:
Line of edition: 11 
   ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცო/დენი დაიპყრნა და წუართნა; რამეთუ იყო
Line of edition: 12 
   ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი. ხოლო ცნეს რა თურქთა, ვითარმედ შორს არს
Line of edition: 13 
   მეფე, გულ-დებით ჩამოდგეს პირსა მტკურისასა, გარნა ლომსა მოჴელოვნებულსა არა
Line of edition: 14 
   სცონოდა, არ-ცა ჰრულოდა ომისათჳს, ვერ-ცა-რა დამხრწეველთაგანი დაიმჭირვიდა წარმოვიდა
Line of edition: 15 
   მსწრაფლ აფხაზეთით თოვლთა საშინელთა, გარდაათხრევინა მთა ლიხისა,
Line of edition: 16 
   სადა გარდანაკუეთსა თოვლისასა აქუნდა სიმაღლე მჴარი სამი. და დახუდა მზად სპა
Line of edition: 17 
   მისი, და პირველ ამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს და აღავსო ლაშქარმან



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.