და მეორესა წელსა მოვიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვანშა, აიღო შამახია
Line of edition: 2
და მოგზავნა მოციქული მეფისა წინაშე, და მოუწერა წიგნი და მორქუა, ვითარ/მედ:
Line of edition: 3
"შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა; ხოლო მე ესე-რა შარვანშა
Line of edition: 4
შევიპყარ ჴელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს. ძღუენი ჯეროვანი გამო/გზავნე, და
Line of edition: 5
თუ გინდა სამალავთათ გამოვედ და მნახე" ხოლო ესმა რა ესე მეფესა,
Line of edition: 6
მსწრაფლ ჴმა უყო ყოველთა სპათა მი/სთა, და ბრძანებასა-ვე მისსა თანა მოვიდეს წინაშე
Line of edition: 7
მისსა ყოველნი სამეფოსა მისისანი. და წარემართა სულტანსა ზედა, და ყივჩაყნი ოდენ
Line of edition: 8
აღთუალულ იყვნეს მაშინ, და იყო შემბმელი კაცი ორმოცდაათი ათასი. და ეუწყა რა
Line of edition: 9
სულტანსა ზედა-მისლვა და ძალი და სიმრავლელ სპათა მისთა, და განკრთა, აიყარა
Line of edition: 10
ველთათ, სადა დგა, და მსწრაფლ შევიდა ქალაქად და გარე-მოიზღუდა ერთ-კერძო
Line of edition: 11
სხრტითა და ხანდაკებითა, და სხჳთ-კერძო ზღუდითა ქალაქისა შამახ/იისათა. ხოლო
Line of edition: 12
ცნა რა ესე მეფემან, არღარა ჯერ უჩნდა ზედა-მისლვა მლტოლვარისა, არამედ
Line of edition: 13
დავარდა მიწასა ზედა და მადლობა შეწირა ღმრთისა სახიერისა და კაცთ-მოყუარისა,
Line of edition: 14
და ადგილობანსა დადგა.
Line of edition: 15
მაშინ სულტანმან მრავალთა მიერ ვედრებათა და ძღუენთა და მუდარითთა შეთულილობათა,
Line of edition: 16
ვითარ-ცა მონამან ჭირვეულმან, არ-ღა ძღუენი ანუ ომნი ითხოვნა, არამედ გზა
Line of edition: 17
სამლტოლვარო, ფრიად რა-მე სიმდაბლით და არა სულტანურად, შეიწრებულმან შიმშილითა
Line of edition: 18
და წყურილითა მრავალ დღე.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.