TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 341

Page of edition: 344 

Line of edition: 1 
   მას-ვე დღესა სულტანსა წინაშე მიმავალი ათაბაგი რანისა აღსუნღული, ძალითა
Line of edition: 2 
   მრავ/ლითა, მოსრეს მონათა / მეფისათა ვითარ ოთხი ათასი კაცი, და იგი ოდენ
Line of edition: 3 
   მარტო მეოტი ძლით მივიდა სულტანსა წინაშე. იხილა რა ესე სულტანმან, მას-ვე
Line of edition: 4 
   ღამესა გაიპარა, და სასდუნით მეოტი სხჳთ გზით წარვიდა სოფლად თჳსად. / და
Line of edition: 5 
   ესრეთ ძლევა-შემოსილი და მმადლობელი ღმრთისა შემოიქცა მეფე. და მცირედთა
Line of edition: 6 
   დღეთა განისუენა ამთენს.

Line of edition: 7 
   და მეორესა თუესა, ივნისსა, კუალად წარვიდა შარვანს, აღიღო გულისტანი,
Line of edition: 8 
   სახლი თავადი შარვანისა, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი და აღავსნა
Line of edition: 9 
   კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანი. წარმოვიდა ქართლად. ხოლო
Line of edition: 10 
   სთუელთა გადავიდა გეგუთს, ინადირა, განისუენა, განაგო მანდაური ყოველი, და
Line of edition: 11 
   მარტსა გარდამოვიდა ქართლად, და აღიღო ქალაქი დმანისი. და აპრილსა დაესხნეს
Line of edition: 12 
   შაბურანს, დარუბანდელსა, და მოსწყჳდნეს ქურდნი, ლეკნი და ყივჩაყნი დარუბანდელისანი
Line of edition: 13 
   და აღიხუნეს შარვანისა ციხენი ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი მათი ქუეყანა.

Line of edition: 14 
   და მყის აღისრბოლა ვითარ-ცა არწივმან, და მაისსა აღიხუნა ციხენი სომხითისანი:
Line of edition: 15 
   გაგნი, ტერონაკალი, / ქავ/აზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი. და
Line of edition: 16 
   ივნისსა წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდის,
Line of edition: 17 
   და, რა-ცა პოვა თურქმანი, მოსრა და ტყუე ყო; ჩამოვლო ბუღთა-ყური, და
Line of edition: 18 
   დაწუნა ოლთის/ნი, და მოვიდა თრიალეთს დიდითა გამარჯუებითა. და მცირედნი
Line of edition: 19 
   დღენი შუა გამოჴდეს და განიყარა ლაშქარი თჳს-თჳსად.

Line of edition: 20 
   და აგჳსტოსსა ოცსა მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოაჴსენეს
Line of edition: 21 
   მოცემა ქალაქისა და ციხეთა ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მსწრაფლ წიგნები



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.