TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 342

Page of edition: 345 

Line of edition: 1 
   წუევისა წარსცა ყოველთა, და მესამესა დღესა სამოცი ათასი მჴედარი წინაშე უდგა
Line of edition: 2 
   წარემართა და, ვითარ-ცა მიიწია, მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი
Line of edition: 3 
   მისნი უჭირველად, და სოფელნი და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი.

Line of edition: 4 
   {და დაიპყრნა არფასლანიანნი და ამოსწყჳდნა იგინი, რომელთა დიდი საყდარი ანისისა
Line of edition: 5 
   მისგითად მოეკაზმათ და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყო. იმუქფა
Line of edition: 6 
   ღმრთის-მოყუარემან დავით აღმაშენებელმან / მოლათა და დარიშმანთა სისხლითა ახლად-ვე მან
Line of edition: 7 
   მორწყო და საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელი აღეშენა ბერძენთა ასულსა დედუფალსა
Line of edition: 8 
   კატრონიტეს და იქი-ვე ესაფლავა. მაშინ მივიდა თჳთ მეფე დავით და კათალიკოზი, ეპისკოპოზნი
Line of edition: 9 
   და ერთობილი ლაშქარი საფლავსა ზედა, და ახლად წესი აღუგეს. და თჳთ მეფემან
Line of edition: 10 
   სამ-გზის საფლავსა ჩასმახა: "გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იჴსნა ღმერთმან
Line of edition: 11 
   საყდარი შენი უსჯულოთა ჴელთაგან". ამასა ზედან მკუდრისა ძუალთა საფლავით ჴმა გამოსცეს.

Line of edition: 12 
   და ღმერთსა მადლობა მისცა. განუკჳრდა მეფესა და ერთობილ[თა] ერთა. და წარმოვიდა
Line of edition: 13 
   მუნით მეფე დავით.}
Line of edition: 14 
   და წარმოიყვანა ბულასვარ, რვათა ძეთა მისთა თანა და მჴევალთა და სძალთა,
Line of edition: 15 
   და ჩაგზავნა აფხაზეთად; ანისისა მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი, და წარმოვიდა
Line of edition: 16 
   ქართლად. და მცირედთა დღეთა მოუ/სუენა სპათა თჳსთა. და მერმე წარემართა შარვანს,
Line of edition: 17 
   და აღიღო ქალაქი შამახია და ციხე / ბირიტი, სრულად ყოველი შარვანი, და
Line of edition: 18 
   დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი, ჰერნი და კახნი. და განმგებელად
Line of edition: 19 
   და ზედა-მხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჩინა მწიგნობართ-უხუცესი
Line of edition: 20 
   თჳსი სჳმონ, ჭყონდიდელი მთავარ-ეპისკოპოსი, მაშინ ბედიელ-ალავერდელი, მიმსგავსებული
Line of edition: 21 
   გიორგი დედის ძმისა თჳსისა, კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი.

Line of edition: 22 
   და განაგო მეფემან ყოველი საქმე შარვანისა, აღავსნა კეთილითა და საბოძვარითა
Line of edition: 23 
   ქურდნი, ლეკნი და თარასნი, მოვიდა ქართლად. და ყივჩაყთა თჳსთა უჩინა
Line of edition: 24 
   საზამთროდ სადგური, და საზრდელი, და კაცნი ზედა-მდგომნი / მათნი. და განაგო



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.