TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 343

Page of edition: 346 

Line of edition: 1 
   ყოველი საქმე ქართლისა, სომხითისა და ანისისა და ეგულებოდა გაზაფხულ ქმნა
Line of edition: 2 
   დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა, ვინათგან არა-ვინ წინა-აღუდგა მას.

Line of edition: 3 
   / რამეთუ თჳთ სულტანი მუნ, სადა იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა, და არ-ცა-ღა თჳთ
Line of edition: 4 
   ძუელად ქონებულთა ქალაქთა და ქუეყანათა ჰგონებდა თჳსად ქონებად, არამედ რა-ოდენ-ცა
Line of edition: 5 
   შორს იყო, ეგრე-ცა ეოცებოდა მძინარესა შიში და მღჳძარესა სიკუდილი.

Line of edition: 6 
   ამისთჳს-ცა ზედას-ზედა წარმოავლენდის / მოციქულთა ძღუენითა და მშჳდებად პირსა
Line of edition: 7 
   მისსა რამეთუ წარმოსცნის საჭურჭლენი მძიმენი, ტურფანი, მრავალ-ფერნი, მფრინველნი
Line of edition: 8 
   და ნადირნი უცხონი და ძჳრად საპოვნელნი, და ეძიებნ მშჳდობასა და სიყუარულსა
Line of edition: 9 
   და ყივჩაყთაგან არა რბევა/სა. ამისთჳს-ცა არა-რას მიხედვიდეს წარსაგებელთა
Line of edition: 10 
   სიმრავლესა, ოდენ-მცა მუნ თჳთ, სადა იყვის, იპოვის მშჳდობა და სიცოცხლე თავისა
Line of edition: 11 
   თჳსისა. და ვგონებ, ვითარმედ მამათა და პაპათაგან წაღებულნი ქუეყანანი, ტყუენი
Line of edition: 12 
   და სიმდიდრენი მრავალ-წილად უკუ-მოიზღუნა ამან მჴნე/მან. დაამშჳდა ქუეყანა, აღივსო
Line of edition: 13 
   და გარდაეცა ყოვლითა კეთილითა, განავსო და აღაშენა ყოველი ოჴერ-ქმნილი. და
Line of edition: 14 
   გარდაემატა ყოველთა ჟამთა მშჳდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩუენი, ნაცვლად
Line of edition: 15 
   გარდასრულთა ოჴრებათასა.

Line of edition: 16 
   ესე-ვითარნი უკუე არიან მეფობრივთა მიმოსლვათა მისთა, წყობათა და ღუაწლთა,
Line of edition: 17 
   ძლევათა და წარმართებულებათა, დაპყრობათა და ახუმათა დიდთა მათ და მრავალთა
Line of edition: 18 
   სა/მეფოთა და სამთავროთა მოთხრობანი და საქმენი, რომელნი მან ქმნნა და აღასრულნა, რომელნი
Line of edition: 19 
   ჩუენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყჳთა წარმოგჳჩენიან
Line of edition: 20 
   / დიდთა მათ და მითხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთაგან, და ბრჭალთაგან ლომსა
Line of edition: 21 
   და ფესჳსაგან მცირისა ყუავილისასა ქსოვილისა ვითარებასა საცნაურ ყოფად ვმეცადინობთ,
Line of edition: 22 
   ვითარ-ცა აჩრდილისაგან კაცსა, რომელნი-ესე შეუძლებელ არიან ყოფად.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.