TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 344

Page of edition: 347 

Line of edition: 1 
   ხოლო ჴორც/იელთა საქმეთა ესრეთ მოქმედისაგან უკეთუ ვიეთ-მე ჰგონონ, ვითარმედ
Line of edition: 2 
   რად-ღა-მცა მოეცალა საღმრთოთა და სულიერთა სათნოებათა მიმართ მიხედვად-მცა
Line of edition: 3 
   და მოგონებად, არა თუ ქმნად, ვინათგან ფრიად-ცა კმა არიან ესენი ერთისა ჴორცთა
Line of edition: 4 
   შინა მყოფისა კაცისაგან ქმნად და წარმართებად, და თუ სადათ პოვა სამეფო თჳსი
Line of edition: 5 
   სიმდაბლედ შთასრული, და თუ სადა სიმაღლედ აღიყვანა, და თუ სადა დასხნა საზღვარნი
Line of edition: 6 
   და ძლეულნი ვითა მძლედ გამოაჩინნა, - ამათნი მგონებელნი ნუ უკუე არა იბრალნენ,
Line of edition: 7 
   არამედ ეუწყენ მათ, ვითარმედ უკეთუ ამათ პირთათჳს ვინ გამოიძიოს და ზედა-მიწევნით
Line of edition: 8 
   ვინ ცნობა ინებოს, კნინ-ღა და ესე ჴორციელნი საქმენი წარმოთქმულნი ფრიად უნდოდ
Line of edition: 9 
   და არა-რად პოვნეს, ვითარ-ცა ნამდჳლ-ვე მცირედნი და სასაწუთონი; და დგრომადთა
Line of edition: 10 
   მათ თანა მტკიცეთა და / საუკუნოდ ღმერთ-მყოფელთა მისთა საქმეთა, რომელთა-იგი
Line of edition: 11 
   უმეტეს / ამათსა მათ მოქმედებდა და უსასწრაფოეს აქუნდა, რომელთაგანნი მცირედნი
Line of edition: 12 
   მრავლისაგან, ვითარ-ცა სასმელი ერთი მტკურისაგან, ჩუენ-ცა მივსცეთ თ/ხრობასა.

Line of edition: 13 
   იტყჳს სოლომონ: დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნე-ო. ხოლო დავით, მამა
Line of edition: 14 
   ღმრთისა: დასაბამად სიბრძნისა შიში უფლისა. ესე შიში უფლისა მოიგო სიყრმითგან
Line of edition: 15 
   თჳსით დავით, და ჰასაკსა მისსა თანა აღორძნდა, და ჟამსა თჳსსა ესე-ვითარნი ნაყოფნი
Line of edition: 16 
   გამოიხუნა, რომლითა ორ-კერძო ცხოვრება თჳსი განაშუენა, რომლითა შეამკუნა საქმენი
Line of edition: 17 
   თჳსნი, რომლითა განაგნა ჴორციელნი და წარმართნა სულიერნი.

Line of edition: 18 
   ხოლო ისმენდი, თუ ვითარ გონიერად დედად სიბრძნისა რა პოვა შიში უფლისა,
Line of edition: 19 
   ღმერთთად-ც - საღმრთონი წერილნი. და ესენი მდიდრად შეიკრიბნა, რა-ოდენნი პოვნა
Line of edition: 20 
   გარდამოღებულად ენასა ქართველთასა სხუათა ენათაგან, ძუელნი და ახალნი, ვითარ-ცა
Line of edition: 21 
   სხუამან პტოლემეოს, ამას ზედა ოდენ სასოვან ქმნი/ლმან, და ესე-ოდენ შეიყუარნა და
Line of edition: 22 
   შეითჳსნა, რომელ სთქუა-მცა, თუ მათ შინა ცხოველ არს და მათ შინა იძრვის იგინი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.