TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 345

Page of edition: 348 

Line of edition: 1 
   იყვნეს მისსა საზრდელ, ყოველთა გემოან, და სასმელ ტკბილ და საწადელ; იგინი -
Line of edition: 2 
   შუება, განცხრომა საწურთელ და სარგებელ. დღე და ღამე მიმოსლვათა შინა მიმდემთა,
Line of edition: 3 
   / ლაშქრობათა მოუწყენელთა, შრომათა განუსუენებელთა წიგნები ეტჳრთა
Line of edition: 4 
   სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა; და სადა გარდაჴდის ჰუნესა, პირველ ყოვლისა
Line of edition: 5 
   წიგნნი მოაქუნდიან ჴელითა, და არა დააცადის კითხვა, ვიდრე არა დაშურის.

Line of edition: 6 
   ხოლო შემდგომად სერობისა, ნაცულად ძილისა ანუ სხჳსა რას-მე საქმისა, კუალად
Line of edition: 7 
   კითხვა წიგნთა. და რაჟამს თუალნი დაშურიან, სასმენელნი ანაცვალნის, სადა არა
Line of edition: 8 
   გარეწარად, არამედ ფრიად-ცა ფრთხილად ისმენნ წინაშე თჳსსა მკით/ხველისასა, გამოეძიებნ,
Line of edition: 9 
   ჰკითხავნ, უფრო-ღა თჳთ განმარტებნ ძალსა და სიღრმესა მათსა. და უსაკჳრველეს
Line of edition: 10 
   არს ესე: უწყით ყოველთა, თუ ვითარ სასწრაფო არს ყოველთა საქმე ნადირობისა,
Line of edition: 11 
   და თუ ვითარ დაიმონებს შედგომილსა თჳსსა და წარტყუენულ ჰყოფს, და ნადირობ/ასა
Line of edition: 12 
   შინა არა რასა სხუასა, გარნა ხილვასა და დევნასა ნადირისასა; და თუ ვითარ
Line of edition: 13 
   ჴელთ იგდოს, მიმხედველ ჰყოფს. გარნა მისი გულს-მოდგინება ამას-ცა სძლევდა, რამეთუ
Line of edition: 14 
   თჳთ ნადირობასა შინა წიგნნი აქუნდიან ჴელთა და, რაჟამს ჟამი იყვის, მისცნის
Line of edition: 15 
   ვის-მე მსახურსა და ესრეთ დევნა უყვის. და ნუ უკუე ჰგონო, ვითარმედ ჴელითა ცალიერითა
Line of edition: 16 
   მოიქცის, ანუ ცუდად დაშურის. / რამეთუ ვინ ჰგავნ ჴორციელი ანუ ვინ იხილა
Line of edition: 17 
   ესე-ოდენ განმარჯუებული ნადირობასა შინა. მოსიმახოს ვინ-მე ითქმის ებრაელი მოისრობის
Line of edition: 18 
   და კეთილ-მმართებლობისათჳს ალექსანდრეს სპათა შორის მჯობად, და აქილევი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.