TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 354

Page of edition: 357 

Line of edition: 1 
   რომელი-ესე შეეწყინა მეფესა და რქუა მათ: "თქუენ, მამანო, სიღრმეთა სადა-მე შესრულ
Line of edition: 2 
   ხართ და უცნაურთა ხედვათა, ვითარ-ცა ფილოსოფოსნი, / და ჩუენ ვერა-რას უძლებთ
Line of edition: 3 
   ცნობად, ვითარ-ცა უსწავლელნი და ყოვლად მსოფლიონი. და ესე საცნაურ არს თქუენდა,
Line of edition: 4 
   რამეთუ მე შორს ვარ სწავლულებასა და მეცნიერებასა, ვითარ-ცა მჴედრობათა შინა
Line of edition: 5 
   აღზრდილი. ამისთჳს-ცა უსწავლელთა და ლიტონთა და მარტივთა მიერ სიტყუათა
Line of edition: 6 
   გეზრახო თქუენ".

Line of edition: 7 
   ესე რა თქუა, იწყო მათდა მიმართ სიტყუათა თქმად, რომელსა ღმერთი მოსცემდა
Line of edition: 8 
   უეჭუელად პირსა მისსა. ესე/-ოდენთა იგავთა და სახეთა წინადაუდებდა, აჴსნათა საკჳრველთა
Line of edition: 9 
   მიერ წინა-დაუდგრომელთა და უცილობელთა, / რომლითა დაანთქნა, ვითარ-ცა
Line of edition: 10 
   მეგჳპტელნი, და დაუყო პირი მათი და უპასუხო ყვნა და ყოვლად უსიტყუელ, ვითარ-ცა
Line of edition: 11 
   ოდეს-მე დიდმან ბასილი ათინას შინა.

Line of edition: 12 
   ესე მწვალებელნი და ესე-ოდენ ზარ-გაჴდილ ყვნა და ყოვლად უღონო, რომელთა
Line of edition: 13 
   აღიარეს ცხადად ძლეულება თჳსი ამისთა ოდენ მეტყუელთა, ვითარმედ: "ჩუენ, მეფეო,
Line of edition: 14 
   მოწაფე გუეგონე ამათ მოძღუართა თქუენთა, გარნა, ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ
Line of edition: 15 
   მოძღუარი მოძღუართა, რომლისა ბრჭალსა ვერ მიმწუთარ არიან ეგე მოძღუარ საგონებელნი
Line of edition: 16 
   თქუენნი". და ესრეთ ფრიად მაბრალობელნი თავისანი მიიქცეს სირცხჳლეულნი,
Line of edition: 17 
   არღარა ოდეს მკადრებელნი ამისნი ოდეს-ცა.

Line of edition: 18 
   ხოლო არიან ვინ-მე მაბრალობელნი მეფისანი ჯერეთ-ცა ესე-ოდენ მჭირსედ მოქალაქობისა
Line of edition: 19 
   და მოლაშქრეობისათჳს და მჴედრო/ბათა მისთა განუსუენებელისა მიმოსლვისათჳს
Line of edition: 20 
   და დაჭირებისა, ვითარმედ: "არ-ცა მშჳლდი თავს იდებს-ო მარადის გარდაცმულობასა,
Line of edition: 21 
   არ-ცა ძალი ო/რღანოსა მარადის განსხირპულობასა, რამეთუ ჟამსა ჴმარე/ბისა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.