TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 353

Page of edition: 356 

Line of edition: 1 
   დაფარულობა წინაშე მისსა, და მის მიერ ქება სათნოებისა, და ძაგება არა-წმიდათა და
Line of edition: 2 
   უწესოთა საქმეთა. რამეთუ ვერ-ცა მსოფლიო ვინ-მე და ვერ-ცა მოქალაქე, ვერ მჴედარი
Line of edition: 3 
   და ვერ რომელი პატივი და ასაკი იკადრებდა განდრეკილად სლვად: რამეთუ ყოველთა
Line of edition: 4 
   კაცთა იყო წესიერება, ყოველთა კანონ, ყოველთა პატიოსნება, და თჳთ მათ მეძავთა-ცა
Line of edition: 5 
   ყოველთა კრძალულება, ყოველთა შიშ და მმართებელ გზათა საღმრთოთა და მშჳდობისათა.

Line of edition: 6 
   ესე დიდნი საქმენი, ღმრთისაგან ოდენ შესაძლებელნი, ესრე/თ ადვილად წარმართნა
Line of edition: 7 
   ამით, ვითარ-ცა ვერ-ვინ ადვილ წარმართის ეგრეთ ამისთჳს-ცა შიში დიდი და
Line of edition: 8 
   ზარი მისი განითქუა კიდეთა / ქუეყანისათა, და განკრთეს ყოველნი მკჳდრნი ქუეყანისანი.

Line of edition: 9 
   ხოლო შემოკრბა ოდეს-მე წინაშე მეფისა ნათესავი გულ-არ-ძნილი, ყოვლად
Line of edition: 10 
   ბოროტთა სომეხთა / ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღურები მრავალი
Line of edition: 11 
   ფრიად, რომელნი აზმნობდეს თავთა თჳსთა მიწევნად თავსა ყოვლისა სწავლულებისა
Line of edition: 12 
   და მეცნიერებისასა. და მოაჴსენეს, რათა-მცა ყო ბრძანებითა მისითა კრება და ყვეს-მცა
Line of edition: 13 
   სიტყჳს-გება და გამოძიება სჯულისა: უკეთუ იძლივნენ სომეხნი, და იქმნენ თანა-ერთ-ჴმა
Line of edition: 14 
   სჯულისა და თჳსი სჯული შეაჩუენონ; ხოლო უკეთუ სძლონ სომეხთა, ესე-ოდენ
Line of edition: 15 
   მიემადლოს, რათა არღარა გჳწოდდეთ-ო მწვალებელად და არ-ცა შეგუაჩუენებდეთ.

Line of edition: 16 
   მაშინ მოუწოდა მეფემან-ცა იოანეს, კათალიკოსსა ქართლისასა, და მის ქუეშეთა
Line of edition: 17 
   ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა, და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა
Line of edition: 18 
   ბერძენთა და ქართველთა ენათასა, და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა, და
Line of edition: 19 
   სხუათა მეც/ნიერთა და ბრძენთა კაცთა.

Line of edition: 20 
   ყვეს უკუე სიტყჳს-გება ურთიერთას ცისკრითგან ვიდრე ცხრა ჟამამდე, და ვერას
Line of edition: 21 
   უძლეს დაბოლოებად. რამეთუ იყო ორ-კერძო-ვე ძლევის-მოყუარება ოდენ და ცუდ
Line of edition: 22 
   სიტყუათა პაექრობა: რამეთუ შევიდიან შეუვალთა საქმეთა და ძნიად გამოსავალთა,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.