TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 356

Page of edition: 359 

Line of edition: 1 
   იგი ქმნა; თუ არა ქართველთა ოდენ სპითა ვერ-ცა-რას ალექსანდრე იქმოდა კარგსა.

Line of edition: 2 
   და თუ-მცა დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ
Line of edition: 3 
   სხუათა დიდთა სამეფოთა, მაშინ-მცა გენახნეს ნაქმარნი მისნი, უაღრესნი სხუათა
Line of edition: 4 
   ქებულთანი.

Line of edition: 5 
   ხოლო ვთქუა მეორე-ცა მიზეზი ამის-ვე პირისა, ვინათგან ნათესავი ქართველთა
Line of edition: 6 
   ორ-გულ ბუნება არს პირველითგან-ვე თჳსთა უფალთა. რა/მეთუ, რაჟამს განდიდნენ,
Line of edition: 7 
   განსუქნენ და დიდება პოონ და განსუენებალ იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარ-ცა
Line of edition: 8 
   მოგჳთხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი. და ესე მან
Line of edition: 9 
   უბრძნესმან ყოველთა კაცთამან კეთილად სად-მე უწყოდა. ამისთჳს-ცა არა-ოდეს მოაცალა
Line of edition: 10 
   ამისად განზრახვად, ანუ განსუენებად, ანუ შეკრებად და ქენად რასა-მე ესე-ვითარსა.

Line of edition: 11 
   არამედ საქმეთა, რომელთა იწყო ქმნად, გაასრულნა-ცა მაღლად და შუენიერად. ნუ
Line of edition: 12 
   უკუე და ლომსა-ცა აბრალონ ეგე-ვითართა, რამეთუ არა ციდამტკავლურად იხედავს,
Line of edition: 13 
   არ-ცა კუერნაულად კრთების.

Line of edition: 14 
   კუალად სხუასა ბრალობასა შემოიღებენ მეტყუელნი ესრეთ: "შეიყუარნის ვინ-მე
Line of edition: 15 
   და განადიდნის ვინ-მე-ო, და კუალად მოიძულნის ვინ-მე და დაამცირნის-ო, ესე აღამაღლის
Line of edition: 16 
   და ესე დაამდაბლის-ო". ეჰა უსამართ/ლოებასა, ჵ უგუნურებასა! ამისთჳს აბრალება,
Line of edition: 17 
   რამეთუ კაცი მიწისაგანი ღმერთსა ემსგავსა რომლითა-ცა საქმითა? ვინ იხილა ესე
Line of edition: 18 
   საუკუნითგან, ჵ კაცო? ამისთჳს რად არა ღმერთსა-ცა აბრალებ, უგუნურო, ამ/ას-ვე
Line of edition: 19 
   ესრეთ მოქმედსა? ანუ არა ხუთთა ქანქართა ათ-მყოფელსა მისცნა-ა ათნი ქანქარნი? ანუ
Line of edition: 20 
   არა ერთისა დამფლველსა მოუღო იგი-ცა და მისცა ათთა ზედა მეთერთმეტედ?
Line of edition: 21 
   ანუ რასათჳს ქადაგებულ არიან სამოთხისა შუებანი და სასუფეველისა ნეტარებანი
Line of edition: 22 
   ღმრთისა ნების მყოფელთათჳს ჭეშმარიტად, ხოლო საშინელებანი ურჩთა და უღირსთათჳს?
Line of edition: 23 
   უკეთუ მეფემან ერთ-გულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცვლად ორ-გულთა,
Line of edition: 24 
   ჯაბანთა და უღირსთა, ადიდნეს, რა უსამართლო ქმნა? ნუ უკუე დუხჭირმან-ცა აბრალოს



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.