TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 357

Page of edition: 360 

Line of edition: 1 
   სარკესა, რამეთუ სახე მისი ცხადად უჩუენის: უჴმარნი და უღირსნი ნუ მას,
Line of edition: 2 
   არამედ თავთა თჳსთა აბრალებდენ. უკეთუ არა, ვინ იყო ეს-ოდენ მართლად აღმწონელ
Line of edition: 3 
   საქმეთა და მცნობელ ვითარებასა კაცისასა, რომლისა აჩრდილსა შეკრებულ იყვნეს
Line of edition: 4 
   ერნი, ტომნი და ენანი, მეფენი და ჴელმწიფენი ოვსეთისა და ყივჩაყეთისანი, სომხეთისა
Line of edition: 5 
   და ფრანგეთისანი, შარვანისა და სპარსეთისანი, ხილვისა-ებრ ნაბუქოდონოსორისა: ვხედევდ-ო,
Line of edition: 6 
   იტყჳს, ხესა შორის ქუეყანისა ს/იმაღლედ ცისა მიწდომასა, და
Line of edition: 7 
   რტოთა მისთა კიდედმდე ქუეყანისა ფურცელნი მისნი შუენიერ, და ნაყოფი მისი
Line of edition: 8 
   ფრიად და საზრდელი ყოველთა მის შორის. ქუე-კერძო მისსა დაიმკჳდრეს მჴეცთა
Line of edition: 9 
   ქუეყანისათა, და შორის რტოთა მისთა მკჳდრობა ყვეს მფრინველთა ც/ისათა, და მისგან
Line of edition: 10 
   იზრდებოდა ყოველი ჴორციელი.

Line of edition: 11 
   აჰა ესე-რა, სახე არა უმსგავსო, არამედ ფრიად-ცა თანა-შეტყუებული ჩუენისა თჳთ-მპყრობელისა,
Line of edition: 12 
   და ყოვლად გამომსახველი სიტყჳთ საქმეთა თუალთა ჩუენთა ხილულთა.

Line of edition: 13 
   რამეთუ სიტკბოებისა, / სახიერებისა და სიბრძნისა მისისა ხილვად წყურიელნი
Line of edition: 14 
   კიდით ქუეყანისათ შემოკრბებოდეს წინაშე მისსა. ვინ იყო ეზომ ტკბილ შემთხუევათა
Line of edition: 15 
   შინა, ვინ სატრფიალო ზრახვითა და სასურველ დუმილითა, იგი-ვე შუენიერ ხატითა,
Line of edition: 16 
   უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა,
Line of edition: 17 
   ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახჳლითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადელეს მჭმუნვარებითა,
Line of edition: 18 
   მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა, ბრძე/ნ ცნობითა,
Line of edition: 19 
   უბრძნეს გამორჩევითა, მარტივ სახითა, მრავალ-სახე მართებითა, შემრისხველ მყუდროებითა,
Line of edition: 20 
   მაქებელ განმსწავლელობითა, და არ-ცა ერთსა კეთილთაგანსა შემაშთობელ
Line of edition: 21 
   უზომოებითა. მაღალ უმაღლესთათჳს და მდაბალ უმდაბლესთათჳს, და თჳთ მათ მტერთაგან-ცა
Line of edition: 22 
   საწადელ და საყუარელ სათნოებათა მისთაგან შეკდიმებულთა. ვინა ესრეთ



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.