TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 358

Page of edition: 361 

Line of edition: 1 
   მიიღო ერთი-ცა სათნო/ებათაგანი, ვითარ ვინ ყოველთაგანმან შეიკრიბა ყოველი სრულებით
Line of edition: 2 
   თითოეული, რომელ ყოველთათჳს შეუძლებელ არს დაკჳრვება ოდენ, არა-თუ
Line of edition: 3 
   მიბაძვება რომლითა სრულ იქმნა იგი ყოველსა შინა, ე/სრეთ რა აღსავსე იყო ნავი
Line of edition: 4 
   უფასოთაგან ტჳრთთა სათნოებისათა, და არღარა შემძლებელ წარსლვად ღადირთა.

Line of edition: 5 
   და აქუნდა ყოვლით-კერძო მშჳდობა და დაწყნარება სამეფოთა მისთა. მაშინ
Line of edition: 6 
   დიდმან მან წინა-განმგებელეან ცხოვრებისა ჩუენისამან და ყოვლისა-ვე უმჯობესად
Line of edition: 7 
   შემცვალებელმან განგებითა მით, რომელი მან უწყის და განაწესებს ჟამთა და წელთა
Line of edition: 8 
   ჩუენთა, ესრეთ განაგო, ვითარ-ცა მ/უშაკმან კეთილმან: რაჟამს იხილნის ჴუვილნი
Line of edition: 9 
   აღსავსედ ნაყოფითა და ქუეყანად დადრეკილნი, ისწრაფის დაუნჯება მათი; და ვითარ-ცა
Line of edition: 10 
   მენავემ/ან ბრძენმან განიცადის რა ნავი თჳსი აღსავსედ მრავალ-ფერითა ტჳრთითა,
Line of edition: 11 
   მიისწრაფის ნავთ-სადგურად, რათა არარა ევნოს სოფლისა ამის მღელვარისა ზღჳსაგან.

Line of edition: 12 
   რამეთუ ჟამსა ზამთრისასა, მშჳდობასა და დაწყნარებასა ყოვლისა სამეფოსასა,
Line of edition: 13 
   არა გარეგნად მენაკიდურესა, არამედ საშუალ თჳსთა სამეფოთა ადგილთა, თჳთ მის
Line of edition: 14 
   მიერ-ვე წინათ განჩინებულთა განსასუენებელად და მისაძინელად, ვითარ-ცა ჰრულითა
Line of edition: 15 
   რათა-მე შუენიერითა დაიძინა მამათა თჳსთა თანა. და თჳთ მებრ ესე კმა არს საცნაურ
Line of edition: 16 
   მყოფელად საკუთრებისა თჳსისა ღმრთისა მიმართ. რამეთუ მრავალ-გზის მრავალთა
Line of edition: 17 
   მიზეზთა და განსაცდელთა სიკუდილისათა შთავარდა იგი, რომელთაგან მცირედი
Line of edition: 18 
   მივსცეთ თხრობასა. რამეთუ ნადირთა დევნასა / შინა ოდეს-მე მუხნარს წაექცა ცხენი,
Line of edition: 19 
   და ესე-ოდენ შეიმუსრა, რომელ სამ დღე ყოვლად უსულო მდებარე იყო / უძრავად,
Line of edition: 20 
   სამშჳნველისაგან ოდენ საცნაური ცოცხლად. და შემდგომად სამ დღე ნამტკნარსა
Line of edition: 21 
   სისხლისასა აღმომყრელსა მოექცა სული და სიტყუა, და ძლითღა აღდგა ცოცხალი.

Line of edition: 22 
   და ესე-ვითარი მრავალ-გზის შეემთხჳა და ღმერთმან იჴსნა სიკუდილისაგან.

Line of edition: 23 
   კუალად ციხესა რომელსა-მე ბრძოდეს ქართლს, და მეფე კარსა კარვისა თჳსისასა
Line of edition: 24 
   დგა, პერანგითა მოსილი ოდენ, შუა-დღე, და ციხით ვინ-მე შემოსტყორცა ისარი, და



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.