TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 359

Page of edition: 362 

Line of edition: 1 
   ჰკრა ხატსა მთავარ-ანგელოზისასა, რომელი ეკიდა ყელსა, ოქროსა მცირე, და ძალმან
Line of edition: 2 
   საღმრთომან განარინა მშჳდობით. რა-ოდენ-გზის ყივჩაყთა თჳსთა განიზრახეს ღალატი,
Line of edition: 3 
   და განაჩინნეს კაცნი მჴნენი, რომელნი-მე ჴრმლითა, რომელ/ნი-მე შუბითა, სხუანი
Line of edition: 4 
   ისრითა; და ესე არა ერთ და ორ, გინა სამ, არამედ მრავალ-გზის; და არა-ოდეს მიუშუა
Line of edition: 5 
   ღმერთმან კუერთხი ცოდვილთა მართალსა მას ზედა", არ-ცა ოდეს მისცა იგი ჴელთა
Line of edition: 6 
   მეძიებელთა მისთასა, დაღათუ მრავალ-გზის დევნასა თურქთასა მარტო დაეპყრის.

Line of edition: 7 
   ანუ უსაჭურველო, გარნა ყოველსა შინა ჴელი იგი / ზეგარდამო ფარვიდა მდევართა
Line of edition: 8 
   მისთაგან, არამედ ყოვლად-ვე და ყოველსა შინა საქმესა მისსა იყო ბედნიერ და სჳან,
Line of edition: 9 
   და მადლითა აღსავსე.

Line of edition: 10 
   ეგრეთ-ვე ჟამსა შინა შუენიერსა და ჯეროვანსა მოუწოდა ღმერთმან შემყუარებელსა
Line of edition: 11 
   თჳსსა და მარადის მოსურნესა სამარადისოდ მეფობად წინაშე მისსა. და არღარა მიუშვა
Line of edition: 12 
   მრავალ-ჟამ სჯად და დაჭირვად სამსხემოსა ამას კედარსა შინა მკჳდრობითა, და ჴორცთა
Line of edition: 13 
   ამათ ქუე-დამხიდველ/თა მიერ შეკრვად სულსა გონება-ქმნუ/ლსა, არ-ცა განხრწნადითა
Line of edition: 14 
   გჳრგჳნითა და პორფირითა, ვითარ-ცა სიზმრითა და ნაოცნითა, უმრავლესად მღერად,
Line of edition: 15 
   არამედ ნანდჳლ ჭეშმარიტითა და მტკიცითა, წარუდინებელითა და სამარადისოთა.

Line of edition: 16 
   სადა თჳთ იგი ბუნებით ღმერთი მეუფებს მადლით ღმერთ-ქმნილთა ზედა, მუნ აღიყვანა
Line of edition: 17 
   მის თანა მეფობად, უხრწნელითა და ბრწყინვალითა გჳრგჳნითა და პორფირითა
Line of edition: 18 
   შემკული, სადა იგი აწ მკჳდრ არს და იქცევის ნათელსა შინა ღმრთაებისასა.

Line of edition: 19 
   რამეთუ იყო მაშინ თუე იანვარი ოცდაოთხი და დღე შაბათი, ოდეს ქრონიკონი
Line of edition: 20 
   იყო სამ/ას ორმოცდახუთი, ხოლო წელიწადნი მისნი შობითგანნი ორმოცდაცამეტნი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.