TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 360

Page of edition: 363 

Line of edition: 1 
   ხოლო მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ და, ვითარ-ცა პირველმან დავით სოლომონი,
Line of edition: 2 
   ამან-ცა თჳსითა ჴელი/თა დასუა საყდართა თჳსთა ძე თჳსი დიმიტრი, სახელით ოდენ
Line of edition: 3 
   ცვალებული, მარადღე გარდამონასახი, ყოვლითურთ მსგავსი მამულთა ძირთა, და
Line of edition: 4 
   დაადგა თავსა შუენიერსა გჳრგჳნი ქვათაგან პატიოსანთა, ვიტყჳ უკუე სათნოებათა
Line of edition: 5 
   მამულთა, და შეარტყა ჴელთა ძლიერთა მახჳლი, ეჰა, რაბამ სჳანად ჴმარებული, და
Line of edition: 6 
   შემოსა პორფირი მკლავთა ლომებრთა და ტანსა ახოვანსა. და დაულოცა ცხოვრება
Line of edition: 7 
   წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერობით, თაყუანის-ცემად მისა მეფეთა
Line of edition: 8 
   ქუეყანისათა და ყოველთა წარმართთა მონებად მისა, გამობრწყინვებად დღეთა მისთა
Line of edition: 9 
   სიმართლე და მრავალი მშჳდობა. და ესრეთ განცვალა ქუენა მოქალაქობა ზენად სუფევად,
Line of edition: 10 
   რომლისა მკჳდრნი განჴსნილ არიან შრომათაგან და ოფლთა და ზრუნვათა, და
Line of edition: 11 
   მუნ მეფობს სიმ/დიდრე/თა მათ ზედა, რომელნი შინა წარგზავნნა, საუნჯეთა მათ
Line of edition: 12 
   მაღალთა და მპარავთაგან უშიშთა დალეკნისა და მოკლებისაგან, ქალაქსა მას, რომლისა
Line of edition: 13 
   შუენიერება არა უხილავს თუალსა სხეულიანსა და რომლისა ბრწყინვალება ვერა
Line of edition: 14 
   აღვალს გულსა ჴორციელსა, ვერ-ცა სასმენელი დაიტევს სმენილსა. რამეთუ მუნ არს
Line of edition: 15 
   შუება / და სიხარული, რომელსა არა აქუს მწუხარება და სიმდიდრე, რომელსა არა
Line of edition: 16 
   შეუდგს სიგლახაკე და მხიარულება, რომელსა არა განკუეთს ურვა და მეფობა, რომელსა
Line of edition: 17 
   არა აქუს აღსასრული, და მუნ არს ცხოვრება, რომელსა არა შეამღურევს სიკუდილი.

Line of edition: 18 
   {ანდერძი}
Line of edition: 19 
   {საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარმართენ უფალო.

Line of edition: 20 
   ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესაობისა, და თუ რომელნი
Line of edition: 21 
   რომელთა ტომთანი ვართ, ანუ თუ ვითარ მოვიქეცით და მოვიდეთ სული ქრისტეანობისა
Line of edition: 22 
   და ვიცანთ ღმერთი, ისმინეთ აღწერილი აბიათარისი.

Line of edition: 23 
   ადიდენ ღმერთმან და დაამყარენ ორთა-ვე ცხორებათა შინა პატრონნი: დედოფალთა
Line of edition: 24 
   დედოფალი ნესტან-დარეჯან, და ძე მათი მეფე ალექსანდრე და დედოფალი ანა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.