TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 361

Page of edition: 364 

Line of edition: 1 
   ესენი იყუნეს უმეტეს ყოველთა ქართლისა მეფეთა და მთავართა მორწმუნენი, მაშენებელნი
Line of edition: 2 
   ეკლესიათანი. რამეთუ ალავერდი წარტყუენულ იყო წარმართთაგან, რომელ სხუათა მეფეთა
Line of edition: 3 
   ვერ ჴელ ეყო განწმედად და აღშენებად; ამათ აღაშენეს და განწმიდნეს ყოვლისაგან ღუარძლისა,
Line of edition: 4 
   აღაშენნეს ცაჲ და გუმბათი და სამჴრონი რაბამ რა-მე აღმატებულად და შემსგავსებულად,
Line of edition: 5 
   ვითარ-ცა ჯერ იყო წინანდელთა ქმნულთა ნივთ/თა სიკეთითა და მოქმნულებისა
Line of edition: 6 
   შეუსწორებელობისა. და აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათათა, წმიდათა
Line of edition: 7 
   ხატთა და სიწმიდისა სამსახურებელთა, ყოვლად დიდებულთა ყოვლითა სიკეთითა,
Line of edition: 8 
   შესწირნა მრავალნი გლეხნი სამსახურებელად წმიდისა გიორგისა და მოწესეთა მისთათჳს.

Line of edition: 9 
   შემდგომად ამათ თანა რა-ოდენნი-მე ეკლესიანი აღაშენნეს და რა-ოდენნი-მე წარმართთაგან
Line of edition: 10 
   შეგინებულნი ეკლესიანი განწმიდნეს სახლად ღმრთისა და წარსამართებელად მეფობისა
Line of edition: 11 
   თჳსისა.

Line of edition: 12 
   ღმერთო და ყოველნო წმიდანო მისნო და წმიდაო გიორგი ალავერდისაო, მთავარ-მოწამეო,
Line of edition: 13 
   მცველ და მფარველ, მჴარსა მდგომელ და განმმარჯუებელ ექმნენით ორთა ცხორებათა
Line of edition: 14 
   შინა პატრონთა: დედოფალთა დედოფალსა ნესტან-დარეჯანს, და ძესა მათსა,
Line of edition: 15 
   ღმრთივ-გჳრგჳნოსანსა მეფესა ალექსანდრეს, და დედოფალსა ანას, რომლისა მიერ გუებრძანა
Line of edition: 16 
   პატიოსანთა ამათ წიგნთა აღწერა; დაღაცათუ ჩუენ შეუძლებელ ვიყვენით, არამედ
Line of edition: 17 
   ბრძანებათა მისთა ვერ-ღა-რა ურჩ ვექმნენით. ხოლო ჩუენ ძალისა-ებრ, / ვითარ-ცა ძალ-გუედვა,
Line of edition: 18 
   ვიღუაწეთ, დაღაცათუ ნაღუაწი ესე უნდო და უშუერ არს, არამედ შენდობა იყავნ
Line of edition: 19 
   ყოველთაგან.






Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.