TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 363

Page of edition: 366 

Line of edition: 1 
   ციხე ქალაძორი, და აღივსო ალაფითა და ტყჳთა ურიცხჳთა, გააქცივნა სუქმანეთნი
Line of edition: 2 
   (ოდეს სუქმანეთნი გააქცივნა დემეტრე, ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაათი), თავი
Line of edition: 3 
   ყოვლისა სპარსეთობისა, დაჴოცნა და ამოსწყჳდნა, და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი
Line of edition: 4 
   მისნი.

Line of edition: 5 
   ერთგულთა შემწყნარებელი იყო და შეცოდებულთა სამართლიანად მწურთელი.

Line of edition: 6 
   ვინათგან არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მჴედრისა, არ-ცა ერისა და მღდელთ-მთავრისა
Line of edition: 7 
   "რომელმან იცოდის ნება უფლისა თჳსისა და არა / ყოს, იგუემოს ფრიად".

Line of edition: 8 
   ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ-დანერგულსა და
Line of edition: 9 
   ცხებულიანსა. წარვლო ცხოვრება, და მიიწია სრულ-ქმნილი სიბერესა. შეიმოსა / ჩოჴა
Line of edition: 10 
   და იკურთხა სქემითა. დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა.

Line of edition: 11 
   და დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა.

Line of edition: 12 
   შემდგომად მისსა დაჯდა ძე მისი-ვე გიორგი ქრონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა.

Line of edition: 13 
   ამას-ვე წელსა დემეტრე მეფე მოკუდა, და დაჲ დემეტრესი თამარ, თიღჳსა აღმაშენებელი,
Line of edition: 14 
   იგი-ცა შემონაზონებული გარდაიცვალა. და დაჲ მისი კატა დედოფალი
Line of edition: 15 
   საბერძნეთს გათხოვილ იყო.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.