TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 364

Page of edition: 367 

Line of edition: 1 
   ამის დავითის შვილი და გიორგის ძმის-წული დემეტრე დარჩა, და ოდეს ორბელნი
Line of edition: 2 
   უკუ-ადგეს გიორგი მეფესა, იგი თანა-უკუ-იტანეს და ლო/რეს შედგეს. მუნით
Line of edition: 3 
   გამოასხნა ორბელნი მეფემან, და იპყრნა და დაჴოცნა. და დემეტრე კლდე-კართა
Line of edition: 4 
   დასუეს, უკანის თუალნი დასწუნეს და მოკუდა და მცხეთას დამარხეს.

Line of edition: 5 
   დემეტრე მეფე ბელტის ციხეს მიიცვალა და გელათს წარიყვანეს მისგან-ვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა.

Line of edition: 6 
   ქრონიკონი იყო
Line of edition: 7 
   სამას სამოცდათოთხმეტი. დემეტრე
Line of edition: 8 
   აბულეთის ძესა ივანეს თავი მოჰკუეთა ჩხერეს მერეს მეოცესა წელიწადსა მეფობისა
Line of edition: 9 
   მისისასა, და მე/ტეხთა დადვა ფიცის არ გატეხისათჳს.

Line of edition: 10 
   <ცხოვრება გიორგი მეფისა>
Line of edition: 11 
   დაჯდა მეფედ გიორგი, უმაღლესი ყოველთა მეფეთასა, მძლე და მორჭმული
Line of edition: 12 
   მტერთა და შეცოდებულთათჳს, კეთილის-მსახური ღმრთისა. საყდართა, ეპისკოპოსთა
Line of edition: 13 
   მეუდაბნოვეთა, მღდელთათჳს კეთილის-მყოფელი იყო და უკადრი შეცოდებისა დიდთა
Line of edition: 14 
   და ცოტათაგან, გლახაკთა და ქურივთათჳს მოწყალე იყო და ერთგულთათჳს უხჳ და
Line of edition: 15 
   მბოძებელი იყო.

Line of edition: 16 
   სპარსეთისა სულტანნი, შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი, მეძღუნედ და მოხარკედ
Line of edition: 17 
   მისდა იყვნეს, და ყოველნი სანაპირონი სამეფოსა მისისანი უშიშად ჰქონდეს.

Line of edition: 18 
   აიღო ანისი, ადრითგან წანაღები თურქთა, ქრონიკონსა სამას ოთხმოცსა. შეიპყრა
Line of edition: 19 
   სალდუხი, ამოსწყჳტა ყოველი ძალი მისი, მოაღებინა ძღუენი და საჭურჭლენი, რომელი
Line of edition: 20 
   არა აითუალვოდა. და აღივსნეს სამეფო და ლაშქარნი მისნი.

Line of edition: 21 
   უშიშად ჰქონდეს განძას სულტანი და ხლათის სულტანი. / და შამისა, ჯაზირისა
Line of edition: 22 
   და არდოხისძე სალდუხი გააქცივნა და დაჴოცნა. და მოვიდა ილდღუზი დიდითა ლაშქრითა
Line of edition: 23 
   სპარსეთისათა, / დაარბია შავშეთი, კლარჯეთი და გავალის ჯარს ესრე დაჴოცნეს,
Line of edition: 24 
   რომელ მოამბე ერთი-ცა ვერ წავიდა.

Line of edition: 25 
   ოდეს ორბელნი გადგეს, ქრონიკონი იყო სამას ოთხმოცდაჩჳდმეტი.

Line of edition: 26 
   და აფხაზეთი, სუანეთი და ყოველი სამოქალაქო აქუნდა დაწყნარებით. და ოვსთა
Line of edition: 27 
   და ყივჩაყთა რაოდენი ათასი კაცი უბრძანის, მოვიდიან, ეგრეთ-ვე შარვანის სახლი.

Line of edition: 28 
   და მოსცა ღმერთმან შვილი გჳრგჳნის ცოლსა თანა ბურდუხანს, მსგავსად აღთქმით
Line of edition: 29 
   შობილისა, ვითარ ანნას სამოელი, რომლისა მიერ გამობრწყინდა სიმართლე
Line of edition: 30 
   და მრავალი მშჳდობა დღეთა მისთა. და იმეფა ოცდარვა წელი და მიიცვალა სტაგირს
Line of edition: 31 
   კახეთისასა, თუესა მარტსა ოცდაშჳდსა, სამშაბათსა ვნებისასა. და დამარხეს მცხეთას
Line of edition: 32 
   ჟამის სიძნელისაგან, და მას-ვე წელსა გელათს წაიყვანეს.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.