TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 365

Page of edition: 368 

Line of edition: 1 
   <ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი>
Line of edition: 2 
   იქმნა ყოველთა მეფეთა შორის უდიდეს, სჳანი და ბედნიერი, ღმრთის-მოშიში,
Line of edition: 3 
   ტკბილი, სახიერი (და თავი ყოველთა კეთილთა ღმრთის-მოშიშება არს და სიმდაბლე),
Line of edition: 4 
   ეკლესიათა და მონაზონთა მოყუარე, გლახაკთა და მოჩივართა განმკითხველი.

Line of edition: 5 
   საბერძნეთისა მთა-წმიდისა, / იერუსალემისა და შავ-მთისა საყდარნი და ეკლესიანი
Line of edition: 6 
   რომელნი-მე დარღუეულნი აღაშენნა, [რომელნი-მე] მათითა საფასოთა დაიჴსნნა
Line of edition: 7 
   ხარკისაგან უცხოთესლთასა. და თჳთ ჴელთაგან მისთა სთულისა სამსხუერპლოდ
Line of edition: 8 
   ღმრთისა და სიწმიდისა სამსახურად აკერვინებდა, და ეგრე დასდებდეს ეკლესიათა იქი
Line of edition: 9 
   და აქა აღმოსავლეთისათა-ცა შინა.

Line of edition: 10 
   ლოცვისა მოყუარე იყო დაუცადებელი: ვითარ მოწესემან უწინარეს ძილისა.

Line of edition: 11 
   ლოცვა და ფსალმუნება გარდაიჴადა.

Line of edition: 12 
   ვაზირთა მისთა და ლაშქართა განურისხებელი, ღირსთათჳს მშობლურთა წყალობათა
Line of edition: 13 
   მიმფენელი და [ეგზომ], რომელ მისსა სამეფოსა შინა ერთი-ცა მსახური არ გაპატიჟებულა,
Line of edition: 14 
   თჳნიერ გუზან ტაოსკარელისაგან
Line of edition: 15 
   კიდე: მას თუალნი დასწუნეს. გაღმა
Line of edition: 16 
   გასული სპარსეთს ზაქარია ასპანის ძემან შეიპყრა და დარბაზს მოგუარეს.

Line of edition: 17 
   და რომელ მისა მეფობასა შინა სულტანნი გააქცივნეს, ქალაქნი და ციხენი
Line of edition: 18 
   აიხუნნეს, ესე არს: ათაბაგი განძისა გააქციეს, ქრონიკონი იყო [ოთხ]ას და რ[ვა].

Line of edition: 19 
   აღივსო ტყჳთა და ალაფითა სამეფო მათი. მჴარ-გრძელმან ზაქარია მანდატურთ-უხუცესმან
Line of edition: 20 
   და სპასალარმან, მისმან ძმამან ივანე ათაბაგმან აიღეს დვინი მეცხრესა წელსა
Line of edition: 21 
   მე/ფობისა მისისასა, ქორონიკონი იყო [ოთხ]ას ოცდაცამეტი.

Line of edition: 22 
   მათ-ვე აიღეს გელაქუნი, ბიჯნისი, ამბერდი და ბარგუშატი ზემოთ ანისთ (!) და
Line of edition: 23 
   ვიდრე ხუაფრიდისა ჴიდამდის. არა-ვის ასმია, არ-ცა ყოფილა სხუა ჴელმწიფისა ყმა,
Line of edition: 24 
   ვითარ ესენი, ერთ-გულად მსახურებითა სჳანნი და გამარჯუებულნი.

Line of edition: 25 
   მოვიდა რუქნადინი, და თანა ჰყვა ლაშქარი დიმუშკით და ალაბით ამოღმა წაღებად
Line of edition: 26 
   ამის სამეფოსა. მიეგებნეს ბასიანის ქუეყანასა, გაიქციეს, ჴოცეს და ამოსწყჳდეს.

Line of edition: 27 
   მოასხნეს სულტანნი და ამირანი ტყუედ ერზინკიელი, შამელი და ბივრიტელი, საჭურჭლისა
Line of edition: 28 
   ზანდუკთა ოქროთა და მარგალიტითა სავსეთა, და დროშათა სასულტანოთა მრავალთა
Line of edition: 29 
   კარავთა, ვეცხლის ჭურჭელთა და ოქროსათა სადა იყო სიმრავლე. აქლემითა,
Line of edition: 30 
   ჯორითა და ცხენითა აღავსნეს მინდორნი და ველნი. ქრონიკონი იყო [ოთხ]ას ოცდათხუთმეტი.

Line of edition: 31 
   ამისსა შემდგომად აიღეს კარი, და ციხენი კარნიფორისა, და ვანანდისნი, და
Line of edition: 32 
   რაჴსის პირის ციხენი; და წინა ამისსა ხახული, ოშკი და ბანა წაეღო.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.