TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 366

Page of edition: 369 

Line of edition: 1 
   ამათ ესდენთა ღმრთისა წყალობათა უფროსი-ცა ღმრთის-მოშიშება მოემატებოდა.

Line of edition: 2 
   საყდართა / და მონასტერთა დალეწასა ვერ-ვინ იკადრებდა. ქარავანსა ვერ-ვინ მარცჳდა
Line of edition: 3 
   ამერი და იმერი. ძუელი სამეფო მათი აფხაზეთისა დაწყნარებით ჰქონდა, რომელ
Line of edition: 4 
   ერთი-ცა ქათამი არსად მოიკლვოდა: მპარავი, ავის-მოქმედი აღარ იყო. თუ ნაპარევი
Line of edition: 5 
   ვინ-მე პოვის, კარსა ზედა მიიღის და დროშათა ქუეშე დადვის. ოვსმან, მთიულმან, და
Line of edition: 6 
   ყივჩაყმან, და სუანმან ვერ იკადრიან პარვა. და იყო მდიდრად ესე სამეფო, რომელ
Line of edition: 7 
   აზნაურის ყმანი მათთა პატრონთა სწორად იმოსებოდეს.

Line of edition: 8 
   თამარის ქმარი დავით იყო ოვსთ მეფე, ტომი ბაგრატიონთა, ჭაბუკი და ლომი
Line of edition: 9 
   და მისათხრობელი, ამათ ყოველთა განმარჯუებათა და ნაქმართა თანა-დამხუდარი და
Line of edition: 10 
   თჳთ-მქონელი, შემმართებელი, მოლაშქრე მკჳრცხლი.

Line of edition: 11 
   დალეწნეს სპარსეთისა ქალაქნი, და მარანდი ამოსწყჳდეს და ერანის ქუეყანა.

Line of edition: 12 
   ესდენად სიშორესა შინა მივიდენ, რომელ არ-ცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა.

Line of edition: 13 
   ორნი შვილნი მიეცნეს: გიორგი და რუსუდან. ამის გიორგის შობასა ზედა
Line of edition: 14 
   გაილაშქრა და აიღო კარი: ესრე ჩნდა ბედნიერობა ამისი და თამარ მეფისა.

Line of edition: 15 
   და ასუ/ლი მამის მისისა გიორგისი, რუსუდან დედოფალი, იყო ტკბილი და
Line of edition: 16 
   მოწვალე, ნუგეშინის-მცემელი და შემხუეწელი დაჭირვებულთა, და მზრდელი ჩჳლთა და
Line of edition: 17 
   ობოლთა, რომელ ღირსნი მათგან ზრდისანი ნაშობთა მათთა წინაშე მიუსხმიდიან.

Line of edition: 18 
   ჴელთა მისთაგან ნაქმარი საყდართა და ეკლესიათა იგზავნებოდა.

Line of edition: 19 
   მოახლენი მათნი სულტანნი მოხარკედ დასხნა და სამეფო განუხეთქელად დაიცვა,
Line of edition: 20 
   ყოველნი-ვე შეიტკბნა და მშჳდობა ყო ყოველთათჳს. მეფობასა შინა დაყო ოცდასამი
Line of edition: 21 
   წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკჳდრობენ წინასწარმეტყუელნი და
Line of edition: 22 
   მამათ-მთავარნი და მეფენი, თუესა იანვარსა თორმეტსა, დღესა ოთხშაბათსა, აგარათა
Line of edition: 23 
   სომხითისათა, ქრონიკონსა ოთხას ოცდაშჳდსა. დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს.

Line of edition: 24 
   ვაი იყო ჟამისა მისთჳს. რა-ოდენ ულხინებელი გლოვა, ტყეპა და თმათა ფხურა
Line of edition: 25 
   იქმნებოდა, ლმობიერებანი, სიტკბოებანი, ღირსთათჳს მშობლურნი ზრდანი და ბოძებანი. საჴმარ
Line of edition: 26 
   იყო გულისხმის-ყოფა მეცნიერთაგან, მოთქუმა ნუგეშინის-მცემელთაგან.

Line of edition: 27 
   იგლო/ვა ყოველმან ამან სამეფომან ჟამსა ჯეროვანსა. დასუეს გიორგი ძე მისი მეფედ
Line of edition: 28 
   მას-ვე წელიწადსა, რომლისა წელნი-ცა მრავალ-ჟამეულ არიან და ცხოვრება მათი კეთილად
Line of edition: 29 
   წარმართებულ აქა ცვალებადსა თანა, მერმესა-ცა დაუსრულებელსა.

Line of edition: 30 
   <ცხოვრება გიორგი მეფისა, თამარის ძისა>
Line of edition: 31 
   ოდეს დაიბადა, ქრონიკონი იყო ოთხას და ცამეტი.

Line of edition: 32 
   მრავალ არიან ჭირნი მართალთანი, იტყჳს წინასწარმეტყუელი, და ყოვლისა-ვე
Line of edition: 33 
   ბოროტისაგან იჴსნნეს მოშიშნი მისნი. და კუალად მოციქული: ჵ სიბრძნე სიმდიდრისა
Line of edition: 34 
   და სიბრძნისა ღმრთისა, ვითარ გამოუკულეველ არიან გზანი მისნი, ვინ ცნა
Line of edition: 35 
   გონება უფლისა, ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.