TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 367

Page of edition: 370 

Line of edition: 1 
   შემდგომად გარდაცვალებისა თამარ მეფეთ-მეფისა, წარიწირა სასოება ყოველმან
Line of edition: 2 
   ამან სამეფომან, გარნა ღმერთმან, გჳანმან მრისხანებისათჳს. და მოსწრაფემან მოწყალებისათჳს,
Line of edition: 3 
   მოსცა მშობელისა-ვე მსგავსი მისგან-ვე შობისა ლაშა.

Line of edition: 4 
   თორმეტისა წლისა იყო, ოდეს მეფედ დაჯდა ნერგი კეთილ-მოზარდი და ყუავილი
Line of edition: 5 
   ყოველთა ფერთაგან შემკობილი, ლომი ძალითა და უმანკო გონებითა, მოყუარული
Line of edition: 6 
   ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, მთავ/ართა მათითა პატივითა, მონაზონთა
Line of edition: 7 
   და მღდელთა მათითა პატივითა, მშჳდი და განურისხებელი ბუნებითა, შჳდთა სამეფოთა
Line of edition: 8 
   მეფე მონისა-ცა ერთისა მათრაჴისა არა მკრველი, მშჳლდოსანი და ცხენოსანი
Line of edition: 9 
   გულოვანი და შემმართებელი, რომელ მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიჴადნა
Line of edition: 10 
   სიმცროსა-ვე შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი. ბედნიერი ლაშქრობითა, ბედნიერი
Line of edition: 11 
   ქუეყანისა ნაყოფთა მოსლვისათჳს, დაჭირებულთა განმკითხველი, ბჭე და მოსამართლე,
Line of edition: 12 
   დამხედვარი მეტად ჟამისა და ასაკისა მისისა.

Line of edition: 13 
   და იყო სამეფო მისი დიდსა დაწყნარებასა შინა, და იყვნეს გამგედ და განმზრახად
Line of edition: 14 
   ყოველთა საქმეთა მისთა მისისავე მშობლისობითგან (!) მჴარ-გრძელი ზაქარია,
Line of edition: 15 
   მანდატურთ-უხუცესი და ამირ-სპასალარი, და ივანე ათაბაგი. პირველსა მშობელმან
Line of edition: 16 
   მათმან დიდმან თამარ მეფეთ-მეფემან გაალაშქრებინა მისსა ბედსა ზედა და აიღო კარი.

Line of edition: 17 
   შემდგომად გაილაშქრა, წარვიდა და შევიდა დიდსა სპარსეთს, გატეხა არდაველი,
Line of edition: 18 
   დალეწნა ციხე-ქალაქნი და აღავსო სამეფო ალაფითა.

Line of edition: 19 
   ამისსა შემდგომად მოწუა და მოარბივა ხლათისა ქუეყანა, შემოიხუეწა ხლა/თელი
Line of edition: 20 
   და ძლევა-შემოსილმან მას ზედა მისცნა ზავისა სიმტკიცენი მათგან შეუცოდებელობასა
Line of edition: 21 
   შინა წყობისნი. და სხუა შემოიხუეწა კარნუ-ქალაქელი მოყურად და ერთ-გულად სახლისა
Line of edition: 22 
   მისისა, ჩადგა ბასიანს და მუნ ითამაშეს და გაისუენეს ერთგან. აიღო კეჩროლი
Line of edition: 23 
   შალვა თორელმან მისითა ჴრმლითა და ომითა მისათხრობელითა, რომელ არა ყოფილა
Line of edition: 24 
   კაცთა შორის მისებრი ჭაბუკი და მეომარი.

Line of edition: 25 
   მეფემან აიღო ოროტი და ყოველნი ციხენი და მიმდგომნი მისნი ვიდრე ნახჭევანამდე
Line of edition: 26 
   და განძას კართამდის, აიღო შანქორი.

Line of edition: 27 
   და შემოვიდეს უცხო-თესლნი ვინ-მე ლაშქარნი სომხითს და ჰერეთს, ევნო რა-მე
Line of edition: 28 
   მცირედი მათგან-ცა. შექცეულთა მიეწია ბალის წყალთა ზედა და პირველი წყლულება
Line of edition: 29 
   მათგან იქმნა. შემდგომ მოხედვითა ღმრთისათა და ლმობიერ-ქცევითა მეფისა გიორგისითა
Line of edition: 30 
   გააქცივნეს და ამოსწყჳდნეს გაქცეულნი. მეორესა წელიწადსა კულა-ცა მომართეს
Line of edition: 31 
   და დადგეს ბარდავის ჭალასა. შეიყარა სამეფო მისი და მოირთნა კარნუ-ქალაქისა
Line of edition: 32 
   ლაშქარნი, დადგა ლომთა-გორსა და აგარათა შუა და ვიდრე ზედა-მისლვადმდე გაექცნეს
Line of edition: 33 
   და გარდაიხუეწნეს, განვლე/ს დარუბანდისა გზა.

Line of edition: 34 
   და ვიტყოდეთ ქებასა მისსა წინაშე ყოველთა კაცთა, არა ვტყუოდეთ, არ-ცა გურცხუენოდის. ვითარ
Line of edition: 35 
   იტყჳს დავით მამა ღმრთისა: იქმნეს მშჳლდ რვალისა მკლავნი მისნი
Line of edition: 36 
   და ექმნა შემწედ მაცხოვარება მისი.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.