TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 368

Page of edition: 371 

Line of edition: 1 
   ესრეთ წარმართებასა და ბედნიერობასა შინა მათსა დაჲ მათი რუსუდან ითხოვეს
Line of edition: 2 
   ხლათსა დასასმელად დიდმან სულტანმან მელიქმან, რომელსა ეგჳპტით ვიდრე ხლათამდის
Line of edition: 3 
   სპარსეთი ჰქონდა, და დაშალა მოწყალებამან ღმრთისამან და არა ყო ესრე.

Line of edition: 4 
   შემდგომად ამისსა დიდითა შემოხუეწითა სთხოვა შარვან-შაჰმან. უქადეს და უბრძანეს
Line of edition: 5 
   მიცემისა პირი. გაგზავნა შარვანს ქართლისა ერის-თავი და თჳთ გიორგი მეფე
Line of edition: 6 
   ბაგავანს მივიდა გაკაზმად და მიცემად დისა მისისა და ათ დღე [დაყო], დრო იყო
Line of edition: 7 
   წასლვისა მისისა. ხოლო მოგუაგო ღმერთმან პატიჟად ცოდვათა ჩუენთა: მოკუდა
Line of edition: 8 
   გიორგი მეფე ბაგავანს იანვარსა თურამეტსა, დღესა ოთხშაბათსა. ქრონიკონი იყო
Line of edition: 9 
   ოთხას / ორმოცდაორი.

Line of edition: 10 
   და იქმნეს საშინელნი ტკივილნი, ცრემლთა წილ გულით სისხლის დენანი,
Line of edition: 11 
   წარწირვანი დარჩომისა და სიცოცხლისანი თანა-აღზრდილთა და მომჴსენებელთა
Line of edition: 12 
   კეთილთა და სიამოვნეთა მისთანი, ტკივილნი და ნაცრისა თავსა სხმანი ვაზირთა და
Line of edition: 13 
   დიდეულთა და ყოვლისა სამეფოსაგან და თჳთ მისისა გამზრდელისა ივანე ათაბაგისაგან.

Line of edition: 14 
   ღმერთმან, რომელი მდიდარ არს მოწყალებითა და მიუწდომელ ძლიერებითა,
Line of edition: 15 
   მოხედნა და არა გაწირა ესე სამეფო, რისხვასა შინა წყალობით მოიჴსენა: ესრე
Line of edition: 16 
   ღმრთისა ნებითა დარჩომილი ამას-ვე სამეფოსა შინა რუსუდან დასუეს მეფედ მას-ვე
Line of edition: 17 
   წელიწადსა. უკეთუ-მცა ღმერთსა წარწყმედისაგან არა დავეცვენით, აღარ საგონებელ
Line of edition: 18 
   იყო სიცოცხლესა ტკივილისაგან ძმისა მისისა.

Line of edition: 19 
   წაიყვანეს მაშინ-ვე გელათს, დამარხეს საფლავსა მამისა მისისასა. და არა დარჩა
Line of edition: 20 
   ცოლსა თანა გჳრგჳნისა შვილი.

Line of edition: 21 
   ხოლო ღმერთმან ყოვლისა სახიერებისამან, რომელი არა განსწირავს მოშიშთა
Line of edition: 22 
   მისთა, დაიცავნ სამეფო ესე და მეფე ჩუენი ღმრთივ-გჳრგჳნოსანი რუსუდან, და ყავნ
Line of edition: 23 
   ნაყოფი მისი ჩუენდა სალხინებელად თესლითი-თესლადმდე, და მიეცინ სიმრავლე
Line of edition: 24 
   წელიწადთა, შემდგომად უწინარესი და სასუფეველი ცათა.






Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.