TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 370

Page of edition: 373 

Line of edition: 1 
   შვა მოსე. მოსე შვა იუდა, იუდა შვა ელიაზარ. ელიაზარ შვა ლევი. ლევი შვა იორამ.

Line of edition: 2 
   იორამ შვა მანასე. მანასე შვა იაკობ. იაკობ შვა მიქია. მიქია შვა იოვაკიმ. იოვაკიმ
Line of edition: 3 
   შვა იერუბემ, იერუბემ შვა აბრაჰამ. აბრაჰამ შვა იობ. იობ შვა აქაბ. აქაბ შვა სჳმონ.

Line of edition: 4 
   სჳმონ შვა იზაქარ. იზაქარ შვა აბია. აბია შვა გაად. გაად შვა ასერ. ასერ შვა ისაკ.

Line of edition: 5 
   ისაკ შვა დან. დან შვა სოლომონ. სოლომონ შვა შჳდნი ძმანი, რომელნი-იგი მოსცნა
Line of edition: 6 
   ღმერთმან ტყუეობასა შინა.

Line of edition: 7 
   და ესენი შჳდნი ძმანი, / ძენი ამის სოლომონისნი, წარმოვიდეს ქუეყანით პილისტიმით,
Line of edition: 8 
   ტყუეობით წარმოსულნი ჰურიანი, და მოიწივნეს / ეკლეცს წინაშე რაქაელ
Line of edition: 9 
   დედოფლისა და მისგან ნათელ იღეს. და დაშთეს იგინი ქუეყანათა სომხითისათა და
Line of edition: 10 
   მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს.

Line of edition: 11 
   და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს: ხოლო ერთი მათგანი, სახელით
Line of edition: 12 
   გუარამ, განაჩინეს ერის-თავად, და ესე არს ერის-თავი ქართლისა და მამა ბაგრატიონთა. და
Line of edition: 13 
   ესე ქართლისა ბაგრატონიან[ნ]ი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის
Line of edition: 14 
   გუარამისნი.

Line of edition: 15 
   ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს. და
Line of edition: 16 
   სხუანი ორნი იგი ძმანი ამათნი, სახელით ასამ და ვარაზვარდ, წარვიდეს კამბეჩანს,
Line of edition: 17 
   და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი და დაიპყრეს კამბეჩანი, და დასხდეს იგინი მუნ
Line of edition: 18 
   ცხოვრებად ხორნაბუჯს. და ამა ჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა.

Line of edition: 19 
   ხოლო ვინათგან მოკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა
Line of edition: 20 
   უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათადმდე. არამედ დაესრულა უფლება ქართლისა
Line of edition: 21 
   აზნაურთა ბოროტთა საქმეთა მათგან.

Line of edition: 22 
   მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი იყო სჳმონ-პეტრე; და მცხეთა აღთხელდებოდა
Line of edition: 23 
   და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ განდიდდებოდა. და
Line of edition: 24 
   სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სივნეთს, ასპურანგს.

Line of edition: 25 
   {მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ, კათალიკოზი მეცხრე.}



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.