TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 371

Page of edition: 374 

Line of edition: 1 
   მას ჟამსა კათალიკოსი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი
Line of edition: 2 
   და გამოარჩიეს გუარამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა,
Line of edition: 3 
   ასამს და ვარაზვარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესენი წარმოვიდეს ეკლეცით,
Line of edition: 4 
   რომელნი მონათლნა რაქაელ დედ/ოფალმან, ძმანი შჳდნი ჰურიანი, ტყუეობით მოსრულნი
Line of edition: 5 
   ქუეყანით / ფილისტიმით, და ნათელ-იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა.

Line of edition: 6 
   რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი: რამეთუ ერთსა სახელ-სდვა
Line of edition: 7 
   მუშელ, და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა, ერთსა აბგავარ; ერთი
Line of edition: 8 
   შემოიყვანა სიძედ და ორნი მათგანნი ამზახნა სომხითის მეფეთა.

Line of edition: 9 
   ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ და
Line of edition: 10 
   გუარამ განაჩინეს ერის-თავად და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურაპალატობა
Line of edition: 11 
   და წარმოგზავნა მცხეთას. და ამან დადვა საფუძველი ჯუარისა ეკლესიასა,
Line of edition: 12 
   რომელ არს მცხეთას.

Line of edition: 13 
   ხოლო სამნი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს და საჰაკ დაუზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა,
Line of edition: 14 
   ხოლო ასამ და ვარაზვარდ წარვიდეს კამბეჩოანს, და გარდაუქციეს ერი ვეზანს,
Line of edition: 15 
   ერის-თავსა ბაჰარ ჩუბინისსა, და ვეზან მოკლეს, და დაიპყრეს მათ კამბეჩოანი.

Line of edition: 16 
   და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოსი სამოელ. და ამის-ზე ტფილისისა მკჳდრთა
Line of edition: 17 
   ეკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა, და ნახევარსა
Line of edition: 18 
   ერთი ვინ-მე დედა-კაცი.

Line of edition: 19 
   და კათალიკოსი იყო მცხეთას ბართლომე.

Line of edition: 20 
   და შემდგომად ამის გუარამისსა ერისთაობდა ძე მისი სტეფანოზ და ძმა დემეტრესი.

Line of edition: 21 
   და აშენებდეს ეკლესიასა ჯუარის[ასა] მცხეთას.

Line of edition: 22 
   და ამის-ზე წარვლო ერეკლე მეფემან ბერძენთამან, და მივიდა ტფილისად, და დადგა
Line of edition: 23 
   დამართებით ციხესა კალისასა. და ციხის-თავმან ჴმა-უყო ციხით გამოღმართ და რქუა ერეკლე
Line of edition: 24 
   მეფესა: "რომელსა გასხენ წუერნი ვაცისანი და ვაც-ბოტისა კისერი გათქს". მაშინ [ვითარ-ცა]
Line of edition: 25 
   /ესმა [სიტყუა ესე] / ერეკლე მეფესა, განრისხნა მისთჳს, და აღმოიკითხა წიგნისაგან
Line of edition: 26 
   დანიელ წინასწარმეტყუელისა სიტყუა იგი, ვითარმედ: "აღმოვიდეს ვაცი დასავლისა
Line of edition: 27 
   და შემუსრნეს რქანი აღმოსავლისა ვერძისანი". და თქუა მეფემან: "უკეთუ იყო ჩემდა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.