TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 372

Page of edition: 375 

Line of edition: 1 
   სიტყუა ეგე კადნიერებისათჳს ჩემისა მისაგებელი ორკეცი დაგიტეო შენ." და დაუტევა
Line of edition: 2 
   ტფილისს ჯიბღუ ერის-თავი ბრძოლად ციხესა ტფილისისასა, და თჳთ წარემართა
Line of edition: 3 
   ბაღდადს. და მივიდა გარდაბანს, ვარაზ გაგელისასა, და დაილაშქრა ადგილსა მას,
Line of edition: 4 
   რომელსა ჰქჳან ხუზაშენი, და ნათელ-სცა ერეკლე ვარაზ გაგელსა და ყოველსა ერსა
Line of edition: 5 
   მისსა. და იწყო შენებად ეკლესიასა, რომელი იგი უბრწყინვალეს არს ყოველთა ეკლესიათა.

Line of edition: 6 
   და წარვიდა ბერდუჯს და დადგა გულსა სოფლისასა. და აღმართა ჯუარი ქვისა
Line of edition: 7 
   და დადვა საფუძველი წმიდისა ღმრთის-მშობელისა ეკლესიისა, და აღასრულა გუმბათი
Line of edition: 8 
   მისი. ხოლო მან ჯიბღუ წარიღო კალა და ციხე იგი ტფილისისა გამოიღო, და
Line of edition: 9 
   ციხის-თავი იგი შეიპყრა. და დრაჰკნითა პირი აღუვსო ამისთჳს, რამეთუ თქუა სადიდებელი
Line of edition: 10 
   იგი მეფისა ერეკლესი. ხოლო კადრებისა მისთჳს ტყავი გაჰჴადა და მეფესა
Line of edition: 11 
   მისწია იგი გარდაბანს ვარაზ გაგელისსა. და გარდაბანით მეფემან მიცვალა ლალს,
Line of edition: 12 
   და უწოდა მეწეკევნელთა მთავარსა, ნათელ-სცა და წარვიდა ბაღდადს. და გამოიღო
Line of edition: 13 
   ბაღდადი, და შეიპყრა ხუასრო მეფე, და მოაღებინა ძელი ცხოვრებისა, და იწყო შენებად
Line of edition: 14 
   იერუსალემისა, და დასუა / მოდისტოს პატრიაქად და წარმოემართა აქათ-ვე, და მოვიდა
Line of edition: 15 
   წელსა მეშჳდესა. / და ვიდრე მოსლვადმდე მისსა ტფილისის ეკლესია სიონი განესრულა,
Line of edition: 16 
   ხოლო ჯუარისა ეკლესიასა აკლდა.

Line of edition: 17 
   და მან ერეკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმოს ქადაგნი განავლინა,
Line of edition: 18 
   რათა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიასა შევიდენ, და ყოველნი მოგუნი და ცეცხლის-მსახურნი,
Line of edition: 19 
   რომელნი-ცა-ღა არა მოინათლნენ, მოისრნენ. ხოლო მათ ნათლის-ღება არა
Line of edition: 20 
   ინებეს, არამედ ზაკუვით აღერივნეს ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათ
Line of edition: 21 
   ზედა მახჳლი, და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს. და განწმიდა
Line of edition: 22 
   სჯული ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, და წარვიდა ერეკლე მეფე სამეფოდ-ვე თჳსად.

Line of edition: 23 
   და მთავრობდა ქართლს იგი-ვე სტეფანოზ დიდი. კათალიკოსი იყო მეორე
Line of edition: 24 
   ბართლომე.

Line of edition: 25 
   მის ზედა-ვე და შემდგომად მისსა მთავრობდა ადარნასე, ძე მის სტეფანოზისი. და
Line of edition: 26 
   მის ზედა სამნი კათალიკოსნი იცვალნეს: იოვანე, ბაბილა და თაბორ. და ამისა შემდგომად
Line of edition: 27 
   მოკუდა ადარნასე მთავარი და მის წილ დაჯდა სტეფანოზ, ძე მისი. და მან
Line of edition: 28 
   განასრულა ეკლესია [ჯუარისა], და განაწესა მუნ ჯუარისა კრება, და დაჯდა ტფილისს
Line of edition: 29 
   ცხოვრებად. და კათალიკოსი იყო სამოელ და ენონ. და მის-ზე ქუეყანა ქართლისა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.