TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 373

Page of edition: 376 

Line of edition: 1 
   აღწერეს, და წარიღეს საბერძნეთს. და ამბავი მოიწია, ვითარმედ ბაღდადი დაიპყრეს
Line of edition: 2 
   აგარის ნათესავთა-ო.

Line of edition: 3 
   და ამის სტეფანოზისა შემდგომად ერისთაობდა ძე მისი გუარამ კურაპალატი.

Line of edition: 4 
   და შემდგომად მისსა ვარაზ-ბაკურ, ძე მისი, ანთიპატ/ოსი, რომელმან გარდაბანელნი
Line of edition: 5 
   მოაქცივნა. და მერმე ნერსე და ძენი მისნი, ფი/ლიპე და სტეფანოზ და ადარნასე.

Line of edition: 6 
   და ძენი მისნი გურგენ ერის-თავი, აშოტ კურაპალატი.

Line of edition: 7 
   ხოლო აშოტ კურაპალატი მთავრობდა ქუეყანასა მას შინა და სახლად მისა იყო
Line of edition: 8 
   ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანა, რომელ არს გარემოს მისსა. და მაშინ
Line of edition: 9 
   გაძლიერდა ჴელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერ
Line of edition: 10 
   უძლო წინა-აღდგომად მათდა აშოტ. და ივლტოდა მათგან. და წარემართა, რათა წარვიდეს
Line of edition: 11 
   საბერძნეთად და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი ასაკითა ჩჳლნი,
Line of edition: 12 
   უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე გუარამ ჯერეთ არა ესუა.

Line of edition: 13 
   და ერი თჳსი მცირედ ჰყვა თანა, მკჳდრნი მისნი, დედა-წულითურთ და შვილითურთ.

Line of edition: 14 
   მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა ტბისა ფარავნისასა დამაშურალნი სლვისაგან,
Line of edition: 15 
   და გარდაჰჴდეს განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, და მცირედ
Line of edition: 16 
   მიერულა. და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზნი. მაშინ შეეწია ღმერთი
Line of edition: 17 
   აშოტ კურაპალატსა, და კნინსა მას ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ ზედა, და
Line of edition: 18 
   მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ჴევსა შავშეთისასა.

Line of edition: 19 
   ხოლო ჴევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა.

Line of edition: 20 
   რამეთუ ჟამთა სპარსთა უფლებისასა აოჴრდა, ოდეს-იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა
Line of edition: 21 
   ყოველნი ც/იხენი და მოვლო შავშეთი-ცა და ღადონი. და კუალად შემდგომად მისსა
Line of edition: 22 
   სრვამან სატლობისამან მოაოჴრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედ-ღა დაშთეს / კაცნი
Line of edition: 23 
   ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკჳდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითა
Line of edition: 24 
   და სიყუარულითა, და დაემკჳდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯუება და
Line of edition: 25 
   აჴელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა. და მან სოფლები ზოგი იყიდა საფასოთა,
Line of edition: 26 
   და ზოგი ოჴერი აღაშენა, და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქუეყანათა მათ
Line of edition: 27 
   შინა. და მისცა ღმერთმან და განამტკიცა ჴელმწიფება მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.