TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 374

Page of edition: 377 

Line of edition: 1 
   და ამან აშოტ კურაპალატმან პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი
Line of edition: 2 
   პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოჴრებულ იყო
Line of edition: 3 
   ბაღდადელისა მის ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთ-ვე ციხედ, და
Line of edition: 4 
   წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა
Line of edition: 5 
   მოციქულთა პეტრესი და პავლესი, და შექმნა მას შინა საფლავი თჳსი, და დაემკჳდრა ციხესა მას
Line of edition: 6 
   შინა ცხოვრებად. და მერმე კუალად ეუფლა ქუეყანათა ვიდრე
Line of edition: 7 
   კარადმდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალ-გზის მოსცა ღმერთმან აშოტს კურაპალატსა
Line of edition: 8 
   ძლევა და დიდი დიდება ბრძოლათა შინა.

Line of edition: 9 
   და იყო ერთსა შინა ჟამსა, განვიდა აშოტ, რათა-მცა შეკრიბა ლაშქარი ბრძოლისათჳს
Line of edition: 10 
   სარკინოზთასა. მოვიდა იგი ადგილსა რომელსა-მე და განავლინა ლაშქრის-მაწუეველნი.

Line of edition: 11 
   და ვიდრე არღარა შეკრებულ იყო / ლაშქარი იგი მისი მის თანა, დაესხნეს
Line of edition: 12 
   მას სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი. წარმოემართა და მოიწია ჴევსა ნიგალისასა
Line of edition: 13 
   და იწყო ძებნად ერისა, რათა-მცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თჳსი. და წარმოემართნეს
Line of edition: 14 
   მოსლვად მის წინაშე იგინი, რომელთა მან უბრძანა, ხოლო იგინი მოვიდოდეს
Line of edition: 15 
   კლვად / მისსა. მაშინ ვიდრე მოწევნადმდე მათდა კარად მისსა არა უწყოდა აშოტ ზაკუა,
Line of edition: 16 
   მათი, და რაჟამს მოიწივნეს იგინი კარად მისსა, მაშინ-ღა აგრძნა რაჲ-იგი ეგულვებოდა
Line of edition: 17 
   მათ. და არა ჰყვა მას ერი თჳსი თჳნიერ მცირედთასა. ვერ წინა-აღუდგებოდა
Line of edition: 18 
   იგი მათ. ამისთჳს-ცა შეივლტოდა აშოტ კურაპალატი ეკლესიად, და მოწყლეს იგი
Line of edition: 19 
   მახჳლითა საკურთხეველსა ზედა და შეისუარა საკურთხეველი იგი სისხლითა მისითა,
Line of edition: 20 
   რამეთუ დაკლეს იგი მუნ, ვითარ-ცა ცხოვარი, აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი
Line of edition: 21 
   იგი მისი დათხეული დღეს-ცა საჩინოდ სახილველ არს.

Line of edition: 22 
   ხოლო ესმა რა ესე ამბავი ერსა მისსა, რომელნი-იგი იყვნეს დოლისყანასა,
Line of edition: 23 
   ვითარმედ მოიკლა უფალი იგი მათი აშოტ ჴელითა ოროზ-მოროზის ძეთათა, წარვიდეს
Line of edition: 24 
   დოლისყანით და დევნა უყვეს მკლველთა მათ უფლისა თჳსისათა, დაეწივნეს მათ
Line of edition: 25 
   სავანესა ზედა ჭოროხისასა, მოსრნეს იგინი ბოროტად, ვიდრემდის არა დაუშთა ერთი
Line of edition: 26 
   მათგანი, და წარმოიღეს მკუდარი აშოტ კურაპალატი და დაფლეს მისსა მას საფლავსა
Line of edition: 27 
   შინა ციხესა არტანუჯისასა, ეკლესიასა წმიდათა მოციქულთასა. რამეთუ მოიკლა ესე აშოტ
Line of edition: 28 
   კურაპალატი დასაბამითგან წელთა ხ~ჳ~ლ, ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა
Line of edition: 29 
   მ~ვ, თუესა იანვარ/სა ოცდაცხრასა.

Line of edition: 30 
   და დაუტევნა სამნი ძენი: უხუცესი ადარნასე და შედეგი მისი ბაგრატ. ესე ორნი



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.