TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 377

Page of edition: 380 

Line of edition: 1 
   შემდგომად გურგენ მამისა თჳსისა კურაპალატისა გარდაიცვალა [ადარნასე] ქრონიკონსა
Line of edition: 2 
   რ~ი~ვ, და დაუტევნა ორნი ძენი მცირენი: დავით ერის-თავთა-ერის-თავი და
Line of edition: 3 
   გურგენ, რომელი შემდგომად, მერმე, დიდი ერის-თავთა-ერის-თავი იყო.

Line of edition: 4 
   და გარდაიცვალა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი ძე სუმბატისი ქრონიკონსა რ~კ~თ,
Line of edition: 5 
   თუესა აპრილსა კ~, დღესა აღვსებასა, და დაუტევნა ძენი ოთხნი: ადარნასე, რომელი-იგი
Line of edition: 6 
   მონაზონ იქმნა და ბასილი სახელ-იდვა, გურგენ ერის-თავი, აშოტ და დავით.

Line of edition: 7 
   გარდაიცვალა დავით ერის-თავი, ძე ადარნასესი, ძისა გურგენ კურაპალატისა, ძმა
Line of edition: 8 
   დიდისა გურგენისა, ქრონიკონსა რ~კ~ჱ, და არა დაუტევა შვილი.

Line of edition: 9 
   აშოტ ერის-თავთა-ერის-თავმან, ძემან გურგენ კურაპალატისამან, რომელსა ეწოდა
Line of edition: 10 
   კუხი, აღაშენა ტბეთი შავშეთს და განასრულა იგი ყოვლითა განგებითა, და დასუა
Line of edition: 11 
   პირველად ეპისკოპოსად სანატრელი სტეფანე / უწყებითა სულისა წმიდისათა. და გარდაიცვალა
Line of edition: 12 
   ესე აშოტ კუხი ქრონიკონსა რ~ლ~ჱ, და არა ესუა შვილი.

Line of edition: 13 
   და ამისსა შემდგომად გურგენ, ძმის-წული მისი, ძე ადარნასესი, დასუეს ერის-თავთა-ერის-თავად.

Line of edition: 14 
   გარდაიცვალა დავით, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~მ~ბ, და დაუტევა
Line of edition: 15 
   ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა-იგი ეწოდა ბაგრატ.

Line of edition: 16 
   გარდაიცვალა ადარნასე, ქართველთა მეფე, ძე დავით მოკლულისა, ქრონიკონსა
Line of edition: 17 
   რ~მ~გ და დაუტევნა ძენი ოთხნი, დავით რომ/ელი შემდგომად მამისა / თჳსისა ქართველთა
Line of edition: 18 
   მეფე იქმნა, აშოტ კურაპალატი, და ბაგრატ მაგისტროსი, და სუმბატ, რომელი
Line of edition: 19 
   ძმათა შემდგომად კურაპალატად დასუეს.

Line of edition: 20 
   გარდაიცვალა გურგენ ერის-თავი, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~მ~გ,
Line of edition: 21 
   მას-ვე წელსა შინა, რომელსა შინა ქართველთა მეფე ადარნასე მიიცვალა, და დაუტევა
Line of edition: 22 
   ამან გურგენ ძე მუცელსა შინა ცოლისა თჳსისასა, რომელსა ეწოდა გურგენ-ვე, სახელი
Line of edition: 23 
   მამისა თჳსისა.

Line of edition: 24 
   გარდაიცვალა დავით, ქართველთა მეფე, ძე ადარნასე მეფისა ქართველთასა,
Line of edition: 25 
   ქრონიკონსა რ~ნ~ზ, და არა ესუა ძე.

Line of edition: 26 
   გარდაიცვალა აშოტ, ძე ბაგრატ არტანუჯელისა, ქრონიკონსა რ~ნ~თ, თუესა
Line of edition: 27 
   ივნისსა, და არა ესუა ძე.

Line of edition: 28 
   გარდაიცვალა გურგენ დიდი ერის-თავთა-ერის-თავი, ძე ადარნასესი, რომელმან უმეტესნი
Line of edition: 29 
   სიმჴნენი და ბრძოლანი ქმნნა ყოველთა მამათა მისთასა, და დაიმორჩილნა
Line of edition: 30 
   ყოველნი გარემოსნი, ქრონიკონსა რ~ჲ~ა, თუესა თებერვალსა ი~დ. არა ესუა ძე.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.