TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 378

Page of edition: 381 

Line of edition: 1 
   გარდაიცვალა მამფალი დავით, ძე სუმბატ ართანუჯელისა მონაზონობასა შინა,
Line of edition: 2 
   ქრონიკონსა რ~ჲ~გ, თუესა თებერვალსა ოცსა, და დაუტევა ძე თჳსი სუმბატ, რომელი-იგი
Line of edition: 3 
   დასუეს ერის-თავთა-ერის-თავად.

Line of edition: 4 
   გარდაიცვალა ბაგრატ მაგისტროსი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ~ჲ~ე, თუესა
Line of edition: 5 
   მარტსა, და დაუტევა ძე თჳსი ადარნასე, რომელი შემდგომად
Line of edition: 6 
   მამისა თჳსისა მაგისტროსი იქმნა / და შემდგომად მამის ძმათა კურაპალატი იქმნა.

Line of edition: 7 
   მას-ვე წელსა ბაგრატ მაგისტროსის გარდაცვალებისასა ბასილი მონაზონი კლარჯი
Line of edition: 8 
   გარდ/აიცვალა, ძე ბაგრატ მამფლისა.

Line of edition: 9 
   გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა
Line of edition: 10 
   რ~ო~დ, და არა ესუა შვილი. და ამას-ვე წელსა აშოტ, ძე სუმბატისი, გარდაიცვალა
Line of edition: 11 
   და არა ესუა ძე.

Line of edition: 12 
   და შემდგომად აშოტ კურაპალატისა / ძმა მისი დასუეს კურაპალატად, სუმბატ.

Line of edition: 13 
   და ესე სუმბატ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, გარდაიცვალა ქრონიკონსა
Line of edition: 14 
   რ~ო~ჱ, და დაუტევნა ძენი ორნი: ბაგრატ ერის-თავთ-ერის-თავი, რომელი ქართველთა
Line of edition: 15 
   მეფედ დასუეს, რეგუენი, და ადარნასე კურაპალატი.

Line of edition: 16 
   გარდაიცვალა [ადარნასე კურაპალატი], ძე ბაგრატ მაგისტროსისა, ქორონიკონსა
Line of edition: 17 
   რ~პ~ა, რომელი-ესე ძეთა შეიპყრეს და მონაზონ ქმნეს. მოკუდა უნებლიეთ ფიჩჳთა,
Line of edition: 18 
   და დაუტევნა ძენი: ბაგრატ და დავით ერის-თავთა-ერის-თავი. გარდაიცვალა ესე ბაგრატ
Line of edition: 19 
   ერის-თავთ-ერის-თავი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა რ~პ~ვ, ხოლო ძმა მისი
Line of edition: 20 
   დავით კურაპალატი იქმნა დიდად.

Line of edition: 21 
   გარდაიცვალა გურგენ, ძე გურგენის, ძისა ბაგრატ მამფლისა, ქრონიკონსა რ~პ~ჱ.

Line of edition: 22 
   გარდაიცვალა ადარნასე, ძე სუმბატ კურაპალატისა, ძმა ბაგრატ რეგუნისა, ქრონიკონსა
Line of edition: 23 
   ს~გ, და დაუტევა ძე დავით მცირე.

Line of edition: 24 
   გარდაიცვალა სუმბატ ერის-თავთა-ერის-თავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისა,
Line of edition: 25 
   არტანუჯელი, ქრონიკონსა ს~ჱ და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა
Line of edition: 26 
   დღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ, და
Line of edition: 27 
   დაუტე/ვნა ძენი ორნი: სუმბატ / და გურგენ.

Line of edition: 28 
   გარდაიცვალა სუმბატ, ძე ბაგრატ რეგუნისა, ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა
Line of edition: 29 
   ს~ი~ბ, და არა ესუა შვილი.

Line of edition: 30 
   გარდაიცვალა დავით, ძე სუმბატ ერის-თავთა-ერის-თავისა დიდებულისა, კაცისა
Line of edition: 31 
   მართლისა; და გარდაიცვალა ბაგრატ რეგუენი ქართველთა მეფე, ძე კურთხეულისა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.