TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 379

Page of edition: 382 

Line of edition: 1 
   სუმბატ კურაპალატისა, ქრონიკონსა ს~ი~დ, და დაუტევა ძე თჳსი უხუცესი გურგენ,
Line of edition: 2 
   რომელსა უწოდეს მეფეთა-მეფე. და ამას გურგენს ესუა ბაგრატ დედით აფხაზთა მეფისა
Line of edition: 3 
   დის-წული, დემეტრესი და თევდოსესი. ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე
Line of edition: 4 
   იქმნა / აფხაზეთს, და ამისთჳს გურგენს მეფეთ-მეფობა ეწოდა.

Line of edition: 5 
   გარდაიცვალა დავით დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისა, ქრონიკონსა
Line of edition: 6 
   ს~კ~ა, და არა ესუა ძე.

Line of edition: 7 
   და აოჴრდა იმიერ-ტაო; და გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას
Line of edition: 8 
   ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა. და
Line of edition: 9 
   მივიდეს მის წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფე და მამა მისი გურგენ. და
Line of edition: 10 
   მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი - გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა,
Line of edition: 11 
   რათა-მცა ვითარ მტერ-ყვნა ერთმან-ერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით
Line of edition: 12 
   ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული
Line of edition: 13 
   მისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონის-ძიებითა.

Line of edition: 14 
   გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა
Line of edition: 15 
   ს~კ~ჱ, და დაუტევა ძე ესე თჳსი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, და
Line of edition: 16 
   ეუფლა ტაოს მამულსა თჳსსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთ-მპყრობელობითა
Line of edition: 17 
   ჯიქეთითგან ვიდრე / გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა
Line of edition: 18 
   ჴელმწიფებითა,. ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთათჳს მეგობრად და ერთ-გულ
Line of edition: 19 
   ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ
Line of edition: 20 
   მეფესა-ცა შიში აქუნდა ამისი ყოვლად-ვე.

Line of edition: 21 
   და ამან ბაგრატ კურაპალატმან მოიყვანნა კლარჯნი ჴელმწიფენი სუმბატ და
Line of edition: 22 
   გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თჳსნი მამის დის-წულისანი, დარბაზობად მის
Line of edition: 23 
   წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი. და აღიხუნა ქუეყანანი
Line of edition: 24 
   და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი / პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგჳსასა. და
Line of edition: 25 
   მუნ ციხესა შინა თმოგჳსასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა ს~ლ~ა.

Line of edition: 26 
   და ეგრეთ-ვე მას-ვე წელსა შინა გურგენ-ცა გარდაიცვალა, ძმა სუმბატისი, ქრონიკონსა
Line of edition: 27 
   ს~ლ~ბ ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კოსტანტინეპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ
Line of edition: 28 
   და ძე გურგენისი დემეტრე, ბასილი მეფისა წინაშე, და მათნი-ვე შვილნი კლარჯთა მეფეთანი
Line of edition: 29 
   რომელ დაშთეს ამათ ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა.

Line of edition: 30 
   ამისსა შემდგომად მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჰერეთი და
Line of edition: 31 
   კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა. და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.