TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 380

Page of edition: 383 

Line of edition: 1 
   მას-ვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ
Line of edition: 2 
   ქრონიკონსა / ს~ლ~დ, თუესა მაისსა ზ~, დღესა პარასკევსა. და დაუტევა ძე თჳსი
Line of edition: 3 
   გიორგი და დაჯდა იგი მეფედ წლისა ი~ჱ.

Line of edition: 4 
   ხოლო დაჯდა რა ესე გიორგი მეფედ, გან[უ]დგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა,
Line of edition: 5 
   და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერის-თავნი. მათ ქუეყანათ კუალად-ვე
Line of edition: 6 
   ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი.

Line of edition: 7 
   და ამის გიორგის მეფობისა მეშჳდესა წელსა გამოვიდა ბასილი ბერძენთა მეფე
Line of edition: 8 
   ამას გიორგის მეფესა ზედა. ხოლო ესე გიორგი განვიდა ლაშქრითა დიდითა და
Line of edition: 9 
   დაიბანაკეს ქუეყანასა ბასიანისასა ორთა-ვე მრავალ დღე, და არა მივიდეს ბრძოლად ერთმან-ერთსა
Line of edition: 10 
   ზედა, არამედ მოერიდა გიორგი და მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი.

Line of edition: 11 
   [და მუნით მოვიდა კოლასა და] გამოუდგა კუალსა და მოუდგა უკანა მეფე ბერძენთა.

Line of edition: 12 
   და შეკრბეს რა უკანა-მავალნი გიორგისნი და წინა-მავალნი ბასილისნი ლაშქარნი,
Line of edition: 13 
   იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა შინა, რომელსა ეწოდების / შირიმთა. და მრავლად
Line of edition: 14 
   მოისრნეს ორ-კერძო-ვე და მოიკლნეს მუნ დიდნი ერის-თავნი: რატი ძე ლიპარიტისი
Line of edition: 15 
   და ხურსი. და ვითარ-ცა მოესმა ჴმა ომისა გიორგი მეფესა, აღბორგნეს, განვიდეს და მოვიდეს
Line of edition: 16 
   ადგილსა მას, სადა იყვნეს ბრძოლად, და მოვიდა მუნ ბასილი მეფე-ცა სპითა დიდითა.

Line of edition: 17 
   და. შეკრბეს იგინი იმიერ და ამიერ. და იქმნა მუნ ბრძოლა დიდი და მოისრნეს
Line of edition: 18 
   მუნ ბერძენნი დიდნი და ფრიადნი. და / წარმოიღეს გიორგისთა ავარი, და ეზომ
Line of edition: 19 
   განდიდნა ბრძოლა იგი, რომელ სივლტოლა ეგულებოდა ბასილი მეფესა. გარნა
Line of edition: 20 
   გიორგისნი-ვე სულ-მოკლე იქმნეს რამეთუ მორიდეს და წარმოვიდეს. ხოლო ბასილი
Line of edition: 21 
   უკანა წარმოუდგა და მოვიდა არტანს, და დაწუა იგი; და რომელი პოვა, ტყუე ყო.

Line of edition: 22 
   ხოლო გიორგი წარვიდა ნიალით კერძო სამცხედ, და მიუდგა მას უკანა ბასილი ჯავახეთით
Line of edition: 23 
   კერძო, და მოაოჴრა ყოველი-ვე. გარდავიდა გიორგი თრიალეთად, და მოადგა
Line of edition: 24 
   ბასილი-ცა თრიალეთად-ვე. და რა ეახლნეს ერთმან-ერთსა, კუალად განძლიერდა გიორგი
Line of edition: 25 
   ლაშქრითა, რამეთუ მოიყვანნა წანარნი და შაქნი. ხოლო იხილა რა ესე ბასილი,
Line of edition: 26 
   შეიქცა თრიალეთით და უკ-მოვლო ჯავახეთი და არტანი დღეთა შინა ზამთრისათა,
Line of edition: 27 
   და კუალად უბოროტესადრე მოაოჴრა. და წარვიდა და დაიზამთრა ხალდიასა, ქალაქსა
Line of edition: 28 
   ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მოციქულნი ორთა-ვე ამათ მეფეთანი ზავისათჳს ერთმან-ერთისა
Line of edition: 29 
   წინაშე და მშჳდობისა.

Line of edition: 30 
   ქმნა ამას ჟამსა შინა განდგომილება დიდი საბერძნეთს, რამეთუ შეირთნეს
Line of edition: 31 
   ბასილის სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა, და მეფე იქმნა ქსიფი,
Line of edition: 32 
   და მიიდგინეს მათ ყოველი აღმოსავლეთით-კერძი ქუეყანა. ხოლო ღმერთმან ბასილის



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.