TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 381

Page of edition: 384 

Line of edition: 1 
   დიდად შეშინებულსა-ვე პატივ-სცა, რამეთუ განუდგეს ქსიფენ წარვეზს, და ყოველნი-ვე
Line of edition: 2 
   ერნი მისად მიმდგომელნი შეიტყუვნეს ციხესა შინა, შეიპყრ/ეს და ბასილის წინაშე
Line of edition: 3 
   წარმოგზავნეს. და მან ექსორია ყო იგი კუნძულსა შინა და მიმდგომთა მისთა მრავალთა
Line of edition: 4 
   თავი მოჰკუეთა, რომელთა თანა იყო ფერის ჯოჯიკის ძე ქართველი.

Line of edition: 5 
   და კუალად შემოიქცა ბასილი მეფე / და მოვიდა ბასიანს. და ითხოვდა იგი
Line of edition: 6 
   გიორგი მეფისაგან ციხე-ქუეყანათა და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ხოლო გიორგი
Line of edition: 7 
   მეფემან განავლინა ზჳადი ლაშქრითა დიდითა უწინარეს თჳსსა. და დაილაშქრა ზჳადმან-ცა
Line of edition: 8 
   ამიერ კიდესა ბასიანისასა, რე-ცა ზამთრის სახედ. ხოლო თჳთ გიორგი მეფე
Line of edition: 9 
   უკანა ისრე განვიდა ზავად წადიერი ლაშქრითა დიდითა და ძლიერითა. გარნა ორ-კერძო-ვე
Line of edition: 10 
   მზაკუარნი იგი აზნაურნი არა მიეშუნეს გიორგის ყოფად ზავისა, რამეთუ არა
Line of edition: 11 
   უნდოდა მშჳდობა, არამედ აზრახეს მას ბრძოლად. აწჳეს იგი ბასილის ზედა, რომელი-იგი
Line of edition: 12 
   ზავად და მშჳდობად ჰგონებდა მისლვასა მათსა, და ჰგონებდა და მოელოდა. ხოლო
Line of edition: 13 
   გიორგისთა იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ბასილის ლაშქრისა. მაშინ უბრძანა
Line of edition: 14 
   ბასილი მეფემან დამოკიდება წუერსა ჰოროლისასა დაწერილი მათი, რომელნი მისად
Line of edition: 15 
   დაეწერნეს გიორგი მეფესა ჩუენსა სიმტკიცისა და ზავისანი. და ესრეთ ბასილი მეფემან
Line of edition: 16 
   ჰოროლისა წუერითა ამართნა იგინი. მიუპყრა ღმერთსა და თქუა: "იხილე, უფალო,
Line of edition: 17 
   წერილი ესე მათი და საქმე, რომელსა აწ იქმან".

Line of edition: 18 
   და კუალად მოიღო ბასილი მეფემან ძელი / ცხოვრებისა მანდილითა წმიდითა,
Line of edition: 19 
   და დასცა იგი ქუეყანასა ზედა და თქუა ესრეთ, ვითარმედ: "უკეთუ მიმცე მე ჴელთა
Line of edition: 20 
   მტერთასა, არღარა თაყუანის-გცე უკუნისამდე". და ვითარ ესე ყო და თქუა, მყის მას-ვე
Line of edition: 21 
   ჟამსა იძლივნეს და მეოტ იქმნეს სპანი გიორგისნი, რომელნი-იგი პირველ მივიდეს;
Line of edition: 22 
   და გამოვიდეს მიერ-კერძო ტაღმანი მეფისანი რუსნი, და არა განერა ერთი-ცა პირველ
Line of edition: 23 
   მოსრულთა მათ თჳნიერ მცირედთასა. რამეთუ თჳთ მეფე გიორგი და უძლიერესი
Line of edition: 24 
   ლაშქარი მისი არღარა მისრულ იყო ჯერეთ ყოვლად-ვე, და მოიკლნეს მათგანი მას
Line of edition: 25 
   დღესა შინა, რომელთა-ცა-იგი მშჳდობის-ყოფა არა ენებათ, და მეოტ იქმნეს ყოველნი.

Line of edition: 26 
   და მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა და რომელნი-მე მეოტ იქმნეს. წარიღეს
Line of edition: 27 
   ბერძენთა ავარი დიდ-ძალი და განძი სამეფო ყოველი სრულიად, რომელი აქუნდა.

Line of edition: 28 
   და წარმოიძრა მცირედ ბასილი / მეფე და მოუდგა უკანა. და კუალად იწყო
Line of edition: 29 
   ზავად და მშჳდობად პირველისაებრ-ვე, რამეთუ შიში აქუნდა საბერძნეთით კუალად-ცა
Line of edition: 30 
   განდგომილებისა. და ყვეს მაშინ მშჳდობა და დაიზავნეს.

Line of edition: 31 
   და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ, სამისა წლისა ყრმა ჩჳლი,
Line of edition: 32 
   და მისცა ციხე ათორმეტი, და ქუეყანა დავით კურაპალატისა ნაქონები ტაოს, ბასიანს,



Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.