TITUS
Kartlis Cxovreba: Part No. 382

Page of edition: 385 

Line of edition: 1 
   და ჯავახეთს, შავშეთს. და ესრეთ წარვიდა / ბერძენთა მეფე ბასილი, და თანა წარიტანა
Line of edition: 2 
   ბაგრატ ყრმა მცირე. და შემდგომად სამისა წლისა შინა-ვე წარმოგზავნა აღუთქუა
Line of edition: 3 
   გიორგის ბაგრატისი.

Line of edition: 4 
   გარდაჴდეს რა სამნი წელნი, მაშინ წარმოგზავნა ბასილი მეფემან ქალაქით
Line of edition: 5 
   კოსტანტინეპოლით ბაგრატ, ძე გიორგისი, ვითარ-ცა-იგი აღეთქუა. და მოიწია ბაგრატ
Line of edition: 6 
   ტაოს და შემოვიდა თჳსსა მამულსა ბანას თანა-მოყოლითა მისად კატაბანისა აღმოსავლისათა
Line of edition: 7 
   ზღვრადმდე ბაგრატის მამულისა. ხოლო შე-რა-იქცა კატაბანი იგი, მოემთხჳვნეს
Line of edition: 8 
   მას მანდატურნი წიგნითა ესრეთ წერილითა, ვითარმედ: "მიიცვალა ბასილი
Line of edition: 9 
   მეფე, ძმა ჩემი, და ვიქმენ მე მეფე ყოვლისა საბერძნეთისა. და აწ სადა-ცა-ღა მოწევნულ
Line of edition: 10 
   იყოს საჴელმწიფოსა შინა ძე გიორგისი ბაგრატ, გარე-ვე-აქციე იგი სწრაფით და
Line of edition: 11 
   წინაშე ჩუენსა მოგზავნე". და ვითარ-ცა აღმოიკითხა კატაბანმან, მსწრაფლ მოიქცა და
Line of edition: 12 
   დევნა უყო ბაგრატს, გარნა ვერ ეწია მას, რამეთუ თჳსსა მამულსა შემოსრულ იყო
Line of edition: 13 
   იგი და განძლიერებულ ლაშქრითა, რომლისა ბრძოლად ვერ-ღა-რა ეძლო კატაბანსა
Line of edition: 14 
   მას, არამედ გარე-უკუნ-იქცა და წარვიდა. ეჰა, დიდი და საკჳრველი მოწყალება ღმრთისა/
Line of edition: 15 
   ვითარ-ღა განერა მართალი ჴელთაგან შემპყრობელთა და მტერთა მისთასა, ქრონიკონსა
Line of edition: 16 
   ს~მ~ე.

Line of edition: 17 
   და მოვიდა ბა/გრატ საბერძნეთით წინაშე მამისა თჳსისა გიორგი მეფისა და
Line of edition: 18 
   დედისა თჳსისა მარიამ დედოფლისა ქალაქსა მათსა ქუთათისს. და ესრეთ შეკრბეს
Line of edition: 19 
   იგინი მშჳდობით, და მისცეს დიდება და მადლობა / ღმერთსა მომადლებისათჳს მათდა
Line of edition: 20 
   ესე-ვითარისა მის კეთილისა. და შემდგომად ამისსა რა გარდაჴდეს წელნი ორნი, გარდაიცვალა
Line of edition: 21 
   გიორგი, მამა ამის ბაგრატისი, თრიალეთს, ადგილსა მას, რომელსა ეწოდების
Line of edition: 22 
   მყინვარნი, ქრონიკონსა ს~მ~ზ, თუესა აგჳსტოსა ი~ვ. და დამარხეს იგი ქუთათისს.

Line of edition: 23 
   და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისა. ხოლო აზნაურნი
Line of edition: 24 
   ტაოელნი წარვიდეს საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის-ძე, და ბანელი ეპისკოპოსი
Line of edition: 25 
   იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა, რომელნი-მე ციხოვანნი და
Line of edition: 26 
   რომელნი-მე უციხონი, განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კოსტანტინეს, ძმასა ბასილი
Line of edition: 27 
   ბერძენთა მეფისასა, რომელი შემდგომად მისსა მეფე იყო.

Line of edition: 28 
   და წელსა მეორესა გამოგზავნა კოსტანტინე მეფემან პარკიმანოსი თჳსი მიუუწდომელისა
Line of edition: 29 
   ძალითა ლაშქრითა თჳსისათა და განძითა ურიცხჳთა ყოვლად უძლიერესად
Line of edition: 30 
   ბასილი მეფისა-ცა. მოვლო და მოაოჴრა ქუეყანანი იგი, რომელნი პირველ მოეოჴრნეს
Line of edition: 31 
   ქუეყანანი ბასილი მეფესა, და უმეტეს-ცა. რამეთუ მიიწია ესე თრიალეთს ციხესა ქუეშე
Line of edition: 32 
   კლდე-კართასა, სადა-იგი იყვნეს მაშინ აზნაურნი ბაგრატისნი, და ბრძ/ოლა ყვეს, გარნა
Line of edition: 33 
   არა დიდად. და განდგეს კუალად აზნაურნი, და მისცნეს ციხენი, ჩანჩახამან, ერის-თავმან
Line of edition: 34 
   შავშეთისამან, მისცა ციხე წეფთისა, და თჳთ წარვიდეს იგინი საბერძნეთს.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.