) რაჲმეთუ შჯული
განცხადებითგან დღესა: დ :
) და რაჲჟამს აღესრულნეს. ვიდრე
ფებერვალსა ბ :
მღდელნი შენნი შეიმოსნენ:
მოიჴსენე უფალო დავით:
) ბრწყინვალჱ არიან
ვეცხლ რჩეულ
Ms. page: P379V ვეცხლ რჩეულ არს ენაჲ მართლისაჲ, ხოლო გული ამპარტავანთაჲ შემოკლდეს.
ბაგეთა მართლისათა ყვიან სამართალი, ხოლო უგუნურნი ნაკლულევანებით მოწყდენ.
კურთხევაჲ უფლისაჲ თავსა ზედა მართალთასა, და მანვე განადიდოს და არღარა შესძინოს გულისა მისისა მწუხარებაჲ.
სიცილით იქმნ[ნ] უგუნური Ms. page: P380R ძჳრსა, ხოლო ბრძენი კაცი ზრახავნ გულისხმის-ყოფასა.
წარსაწყმედელად იქცევინ უღმრთოჲ, ხოლო გულის-თქუმაჲ მართალთაჲ სათნო არს.
მობერვასა ნიავ-ქარისასა წარწყმდეს უღმრთოჲ, ხოლო მართალმან მოჰრიდოს და ცხონდეს უკუნისამდე.
Ms. page: P380R ამას იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი: მე გამოვიძინე ყოველნი დღესასწაულნი თქუენნი და მოგიყვანნე თქუენ შეერთებად შჯულსა ჩემსა.
და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი მღდელისა მის თანა, იტყჳს უფალი ყოვლისა-მპყრობელი.
რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი იყოს მის თანა, აღთქუმაჲ ცხორებისაჲ და მშჳდობისაჲ, და მივსცე მას შიში ჩემი და კრძალვაჲ პირისაგან სახელისა ჩემისა.
და შჯული ჭეშმარიტებისაჲ იყოს პირსა მისსა და სიცრუვჱ არა იპოოს მის თანა, და მშჳდობით წარემართოს გზაჲ მისი წინაშე ჩემსა და მრავალნი მოაქცინეს გზისაგან სიცრუვისა.
რამეთუ ბაგეთა მღდელისათა დაიცვიან სამართალი და შჯული გამოიძიონ პირისაგან მისისა, რამეთუ ანგელოზი უფლისა ყოვლისა-მპყრობელისაჲ არს იგი.
მოიჴსენენით
Ms. page: P380R მოიჴსენენით წინამძღუარნი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა და ხედევდით გამოსლვასა ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა.
იესუ ქრისტჱ გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისადმდე.
მოძღურებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულითა, რომლითა ვერარაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა.
მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელეწიფების, რომელნი-იგი ტაძარსა მას მსახურებენ.
რომლითაჲ-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა Ms. page: P380V მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას.
ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო.
აწ უკუე განვიდეთ გარეშე მისა ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ.
რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ.
ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა. ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთასა და აღსაარებასა სახელისა მისისასა.
ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.
იხარებდით მართალნი. ვიდრე კურთხევითა:
მსგავს არს სასუფეველი
Ms. page: P380V მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მისითა წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილსა მარგალიტსა.
და რაჟამს პოვის პატიოსანი იგი მარგალიტი, წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა ბადესა, რომელი სდვიან ზღუასა, რომელმან ყოველთაგან თევზთა შეკრიბის.
და აღივსის და გამოიღიან კიდესა და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიან.
ესრჱთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორნენ უკეთურნი მართალთაგან
და შთასთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
და ჰრქუა მათ იესუ: გულისხმა-ყავთ ესე ყოველი? მათ ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
ჰრქუა მათ იესუ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, Ms. page: P381R რომელი მოწაფე ყოფილ არს სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს კაცსა სახლისა უფალსა, რომელმან გამოიღის საუნჯისაგან თჳსისა ძუელი და ახალი.
) ნეტარეულ არიან
) ერნი წინაშე დგანან წმიდათა: