მოვედით უფლისა მი{იღეთ} ... (?)
ვაკურთხოთ უფალი ყოველსა ჟამსა.
არამედ განცხადებულ ჰყავ შ{ენ}. ვიდრე დაითხია.
შევედინ შენ წინაშე სუ{ლ-თქუმაჲ}. ვიდრე მოკლულთასა.
წმიდათაჲ იმსახურო:
Ms. page: P367V ძმანო, რაჟამს სიტკბოებაჲ და კაცთმოყუარებაჲ გამოჩნდა მცხოვრისა ჩუენისა უფლისაჲ,
არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელ ვქმნენით, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ; ბანითა მით მეორედ შობისაჲთა და განახლებითა სულისა წმიდისაჲთა,
რომელი-იგი მოივლინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტჱს მიერ,
რაჲთა განვმართლდეთ მისითა მით მადლითა და მკჳდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას ცხორებისა საუკუნოჲსასა.
იყო ვინმე კაცი
Ms. page: P367V იყო ვინმე კაცი ფარისეველ\თაგანი, Ms. page: P3RA=48R სახელით ნიკოდემოზ, მთავარი ჰურიათაჲ.
ესე მოვიდა იესუჲსა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყი, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ ყოფად, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ, გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისაჲ.
ჰრქუა მას ნიკოდემოზ: ვითარ ჴელ-ეწიფების შობად კაცსა ბერსა? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისასა შესლვაჲ და მეორედ შობაჲ?
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ, უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისაჲ.
შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან, სული არს.
ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ.
რამეთუ სულსა, ვიდრეცა უნებნ, ქრიან, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცინ, ვიდრე მოვალს. ესრჱთ არს ყოველი შობილი სულისაგან.
მიუგო ნიკოდემოზ და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ესე ყოფად?
ჰრქუა მას იესუ: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იც[ია]?
ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შევიწყნარებთ.
უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა და გრწმენეს?